ვარსკვლავური ომები: ჯედაები: ბნელი მხარე არის ვარსკვლავური ომების ლეგენდების კომიქსების ხუთნაწილიანი მინისერია, რომლის ტექსტის ავტორია სკოტ ელი. სიუჟეტის განვითარების პერიოდია 53 იბ, ხოლო მთავარი გმირები არიან კვაი-გონ ჯინი და მისი პადავანი, ქსანატოსი, რომლებიც ჯედაების საბჭოს დავალებით მიემგზავრებიან ქსანატოსის მშობლიურ პლანეტა ტელოვ IV-ზე, რათა შეაჩერონ სამოქალაქო ომის საშიშროება. სერია გამოიცემოდა 2011 წლის 18 მაისიდან 21 სექტემბრამდე.
სიუჟეტში აღწერილი მოვლენები ეფუძნება ამბავს, რომელიც ნახსენებია წიგნში ჯედაის შეგირდი: ბნელი მეტოქე, თუმცა მისი განვითარება განსხვავებულია.
გამოშვებები[]
ფერების განმარტება: | |||
---|---|---|---|
შეტანილია რბილყდიან კრებულში | გამოსული | მომავალი | სიუჟეტი |
# | სახელწოდება | გამოცემის თარიღი |
რბილყდიანი კრებული |
ეპიკური კოლექცია | Marvel-ის ანთოლოგია |
---|---|---|---|---|---|
1 | ჯედაები: ბნელი მხარე 1 | 18 მაისი, 2011 | ![]() ჯედაები: ბნელი მხარე 6 მარტი, 2012[3] |
![]() სითების აღზევება, ტომი 1 8 სექტემბერი, 2015 |
![]() სითების აღზევება: ანთოლოგია 8 თებერვალი, 2022 |
2 | ჯედაები: ბნელი მხარე 2 | 22 ივნისი, 2011 | |||
3 | ჯედაები: ბნელი მხარე 3 | 20 ივლისი, 2011 | |||
4 | ჯედაები: ბნელი მხარე 4 | 24 აგვისტო, 2011 | |||
5 | ჯედაები: ბნელი მხარე 5 | 21 სექტემბერი, 2011 |
შექმნა[]
პერსონაჟების და ადგილების ნაწილი ეფუძნება ჯუდ უოტსონის სერია ჯედაის შეგირდის გმირებს. მაგალითებია ქსანატოსი, ტალი, თანი, ლენდორი. ამბის თხრობისას ვრცლად არის განხილული ტელოსური სამოქალაქო ომი და ის, თუ როგორ გადავიდა ქსანატოსი ბლნელ მხარეზე მას შემდეგ, რაც მისმა მასწავლებელმა ჯედაიმ „მოუკლა“ მამა, კრაიონი.[4]
კომიქსების სერიის უკანასკნელი გამოშვება უთითებს, რომ მომავალში გამოიცემოდა სხვა კომიქსებიც, რომლებშიც მოთხრობილი იქნებოდა კვაი-გონ ჯინის ცხოვრებაზე სერიამდე ჯედაის შეგირდი, მაგრამ ეს გეგმები აღარ განხორციელებულა.[5]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
ვარსკვლავური ომები: ჯედაები: ბნელი მხარე (2011) #1 — Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ჯედაები, ტომი 1: ბნელი მხარე — Amazon.com (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ჯედაები, ტომი 1 — ბნელი მხარე — Amazon.com (არქივის ბმული)
- ↑ ჯედაის შეგირდი: ბნელი მეტოქე
- ↑ ჯედაები: ბნელი მხარე 5