ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია კომიქსების სერია. იხილეთ აგრეთვე ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ძირითადი მეგზური.

ჯედაები სითების წინააღმდეგ იყო კომიქსების სერია, რომელსაც Dark Horse გამოსცემდა 2001 წლის 18 აპრილიდან 19 სექტემბრამდე. სერია მოგვიანებით გამოვიდა რბილყდიანი კრებულის სახით, 2002 წლის 1 მაისს.

სიუჟეტი აღწერს ახალი სითების ომების დასასრულს, რუუსანის ბრძოლას და ორთა წესის ჩამოყალიბების ისტორიას. სერიაში აგრეთვე განმარტებულია, თუ როგორ წარმოიშვა ჯედაების ველი, რომელიც აღწერილია სერიებში ბნელი ძალების საგა, ვარსკვლავური ომები: რაინდი ჯედაი: ბნელი ძალები II და ბნელი ძალები: რაინდი ჯედაი.

აგრეთვე გამოიცა ამ სერიის ვერსია 30 წლიანი იუბილეს აღსანიშნი გამოცემების სერიაში.

გამოშვებები[]

ფერების განმარტება:
შეტანილია კრებულში გამოსული მომავალი სიუჟეტი
# სახელწოდება გამოცემის
თარიღი
რბილყდიანი
კრებული
მაგარყდიანი კრებული ეპიკური კოლექცია Marvel-ის ანთოლოგია
1 ჯედაები სითების წინააღმდეგ 1 18 აპრილი, 2001
ჯედაები სითების წინააღმდეგ
1 მაისი, 2002

30 წლიანი საიუბილეო კოლექცია, ტომი 2: ჯედაები სითების წინააღმდეგ
4 აპრილი, 2007

ძველი რესპუბლიკა, ტომი 5
7 მარტი, 2023[4]

ძველი რესპუბლიკა: ანთოლოგია, ტომი 2
4 ნოემბერი, 2025
2 ჯედაები სითების წინააღმდეგ 2 16 მაისი, 2001
3 ჯედაები სითების წინააღმდეგ 3 20 ივნისი, 2001
4 ჯედაები სითების წინააღმდეგ 4 18 ივლისი, 2001
5 ჯედაები სითების წინააღმდეგ 5 15 აგვისტო, 2001
6 ჯედაები სითების წინააღმდეგ 6 19 სექტემბერი, 2001

შექმნა[]

სხვა სერიებში ასახულ ახალი სითების ომებისგან განსხვავებით, ამ სერიაში დაცულია რენესანსული ესთეტიკა (მაგალითად, ანტიკური ხმლები და ისრები ნაჩვენებია სინათლის მახვილების და ბლასტერების პარალელურად). ეს ახლოს არის სერიის ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე ესთეტიკასთან. რომანების სერია დართ ბეინის ტრილოგიაში ასეთი არჩევანი რეტკონის მეშვეობით განიმარტა.

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

წყაროები[]

"Comics Link" — Star Wars Insider 53

დამატებითი ბმულები[]