ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი (მრავალმნიშვნელოვანი).

სარეკლამო პოსტერი

ვარსკვლავური ომები არის ცამეტნაწილიანი რადიოდადგმა, რომელშიც ადაპტირებული და გაფართოებულია ფილმ ახალი იმედის მოვლენები. იგი გამოვიდა 1981 წელს, ეროვნული საზოგადო რადიოს ეთერში. ტექსტი ადაპტირებულია ბრაიან დეილის მიერ. დადგმის რეჟისორია ჯონ მედენი. ჩანაწერი ოფიციალურად გამოცემულია HighBridge Audio-ს მიერ. ამ დადგმის გარდა აგრეთვე გამოვიდა იმპერიის საპასუხო დარტყმა (1983) და ჯედაის დაბრუნება (1996).

სერიალის შემუშავება ხდებოდა ჯორჯ ლუკასის თანამონაწილეობით. მან შემქმნელებს მიაწოდა ფილმის ხმოვანი ეფექტები. ამჟამად, როგორც ვარსკვლავური ომების ლეგენდების შემთხვევაში, ამ დადგმიდან მხოლოდ ის მასალაა კანონიკური, რომელიც ორიგინალური ფილმის სცენებს ემთხვევა და არ არის ამოჭრილი სცენების ნაწილი. ამასთან, ამბის მრავალი ელემენტი, რომელიც პირველად რადიოდადგმაში გამოჩნდა, ციტირებულია ლეგენდების სხვა ისტორიებში.

დადგმის მომზადებისას ზოგიერთმა მსახიობმა ვერ შეძლო შესაბამისი როლის კვლავ განსახიერება (მაგალითია ჰარისონ ფორდი, რომელსაც დაკარგული კიდობნის მაძიებლებში იღებდნენ), მაგრამ მარკ ჰემილი და ენტონი დენიელსი კვლავ დაბრუნდნენ ლუკ სკაიუოკერის და, შესაბამისად, C-3PO-ს როლებში.

2003 წელს Dark Horse Comics-მა გამოსცა ორი გამოშვებისგან შემდგარი კომიქსების მინისერია ვარსკვლავური ომები: იმპერია: პრინცესა... მეომარი, რომელიც განავრცობს რადიოდადგმაში ასახულ მოვლენებს.

2013 წლის ოქტომბერში HighBridge Audio-მ mp3 ფორმატში შეზღუდული რაოდენობით გამოსცა ახალი იმედის ორი ტომი: ნათელი და ბნელი მხარეები. ყოველი მაგანი შეიცავს ორიგინალური დადგმის ჩანაწერს, Topps-ის ექსკლუზიურ საკოლექციო ბარათს, იშვიათ აუდიომასალა და ინტერვიუებს დადგმის შემქმნელებთან.

ეპიზოდების სია[]

  1. ქარი, რომელიც ვარსკვლავებს შეარხევს
  2. წარმოშობის წყარო
  3. შავი რაინდი, თეთრი პრინცესა და პაიკები
  4. სანამ გოლიათები ერთ ადგილს ტკეპნიან
  5. ჯედაი, რომელიც იყო, ჯედაი, რომელიც იქნება
  6. "ათასწლოვანი შავარდენის" შეთანხმება
  7. ჰან სოლოს გამოსავალი
  8. სიკვდილის ვარსკვლავით გადაზიდვა
  9. არამზადები, ამბოხებულები და რობოტები
  10. ლუკ სკაიუოკერის წამოწყება
  11. ჯედაის კავშირი
  12. ამბოხების მიზეზი
  13. ძალა და საპირისპირო ძალა

გარეკანების გალერეა[]

ბიბლიოგრაფია[]

შენიშვნები და სქოლიო[]

ბმულები[]

სხვა ენებზე

Advertisement