ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი.

ვარსკვლავური ომები არის ცამეტნაწილიანი რადიოსპექტაკლი, რომელშიც ადაპტირებული და გაფართოებულია ფილმ ახალი იმედის მოვლენები. იგი გამოვიდა 1981 წელს, ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ტექსტი ადაპტირებულია ბრაიან დეილის მიერ. სპექტაკლის რეჟისორია ჯონ მედენი. ჩანაწერი ოფიციალურად გამოცემულია HighBridge Audio-ს მიერ. ამ სპექტაკლის გარდა აგრეთვე გამოვიდა იმპერიის საპასუხო შეტევა (1983) და ჯედაის დაბრუნება (1996).

სერიალის შემუშავება ხდებოდა ჯორჯ ლუკასის თანამონაწილეობით. მან შემქმნელებს მიაწოდა ფილმის ხმოვანი ეფექტები. ამჟამად, როგორც ვარსკვლავური ომების ლეგენდების შემთხვევაში, ამ სპექტაკლიდან მხოლოდ ის მასალაა კანონიკური, რომელიც ორიგინალური ფილმის სცენებს ემთხვევა და არ არის ამოჭრილი სცენების ნაწილი. ამასთან, ამბის მრავალი ელემენტი, რომელიც პირველად რადიოსპექტაკლში გამოჩნდა, ციტირებულია ლეგენდების სხვა ისტორიებში.

სპექტაკლის მომზადებისას ზოგიერთმა მსახიობმა ვერ შეძლო შესაბამისი როლის კვლავ განსახიერება (მაგალითია ჰარისონ ფორდი, რომელსაც დაკარგული კიდობნის მაძიებლებში იღებდნენ), მაგრამ მარკ ჰემილი და ენტონი დენიელსი კვლავ დაბრუნდნენ ლუკ სკაიუოკერის და, შესაბამისად, C-3PO-ს როლებში.

2003 წელს Dark Horse Comics-მა გამოსცა ორი გამოშვებისგან შემდგარი კომიქსების მინისერია ვარსკვლავური ომები: იმპერია: პრინცესა... მეომარი, რომელიც განავრცობს რადიოსპექტაკლში ასახულ მოვლენებს.

2013 წლის ოქტომბერში HighBridge Audio-მ mp3 ფორმატში შეზღუდული რაოდენობით გამოსცა ახალი იმედის ორი ტომი: ნათელი და ბნელი მხარეები. ყოველი მაგანი შეიცავს ორიგინალური სპექტაკლის ჩანაწერს, Topps-ის ექსკლუზიურ საკოლექციო ბარათს, იშვიათ აუდიომასალა და ინტერვიუებს სპექტაკლის შემქმნელებთან.

ეპიზოდების სია[]

ეპიზოდი სახელწოდება პირველად ეთერში
1 ქარი, რომელიც ვარსკვლავებს შეარხევს 2 მარტი, 1981[4]
2 წარმოშობის წყარო 9 მარტი, 1981[4]
3 შავი რაინდი, თეთრი პრინცესა და პაიკები 16 მარტი, 1981[4]
4 სანამ გოლიათები ერთ ადგილს ტკეპნიან 23 მარტი, 1981[4]
5 ჯედაი, რომელიც იყო, ჯედაი, რომელიც იქნება 30 მარტი, 1981[4]
6 ათასწლოვანი შავარდენის შეთანხმება 6 აპრილი, 1981[4]
7 ჰან სოლოს გამოსავალი 13 აპრილი, 1981[4]
8 გამგზავრება სიკვდილის ვარსკვლავის გავლით 20 აპრილი, 1981[4]
9 არამზადები, აჯანყებულები და რობოტები 27 აპრილი, 1981[4]
10 ლუკ სკაიუოკერის წამოწყება 4 მაისი, 1981[4]
11 ჯედაის კავშირი 11 მაისი, 1981[4]
12 აჯანყების მიზეზი 18 მაისი, 1981[4]
13 ძალა და საპირისპირო ძალა 25 მაისი, 1981[5]

გარეკანების გალერეა[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Star Wars HighBridge Audio-ს ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები: ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს დადგმა
  3. ამ რადიოსპექტაკლში ადაპტირებულია ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი. ძირითადი ქრონოლოგია უთითებს, რომ ფილმის სიუჟეტის განვითარების დროა 0 იბ/0 იბშ
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 'Star Wars' to blast off as a radio series ავტორი: ჯერალდ ბ. ჯორდანი — The Kansas City Star (March 2, 1981) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 24, 2024)
  5. Radio Highlights — The Courier-Journal (May 25, 1981) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი January 24, 2024)

დამატებითი ბმულები[]