ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვარსკვლავური ომები 108, ქვესათაურით „მარად ალისფერი“, არის 108-ე გამოშვება Marvel-ის ვარსკვლავური ომების ლეგენდების კომიქსების სერიაში. მისი ტექსტის ავტორია მეთიუ როზენბერგი, გრაფიკოსები — ჯუზეპე კამუნკოლი, კემ სმითი, ანდრეა ბროკარდო, კერი გემილი, ზე კარლოსი, ჯენ დუურსიმა, სტეფანო ლანდინი, ლუკ როსი და ლეონარდ კირკი, ხოლო გარეკანის ვარიანტების მხატვრები — უოლტერ საიმონსონი და ანტონიო ფაბელა. კომიქსი გამოიცა 2019 წლის 29 მაისს, Marvel-ის 80 წლიანი იუბილეს აღსანიშნად.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

MARVEL-ᲘᲡ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲡᲔᲠᲘᲘᲡ ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲐ! უხსოვარ დროს, შორს, შორს, მბრუნავ ვიტრინაზე, ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ კომიქსები დღევანდელთან შედარებით იყო ᲑᲔᲕᲠᲐᲓ განსხვავებული! გიჟური და ჩახლართული სიუჟეტური ხაზებით, MARVEL-ის ისტორიული ორიგინალური სერია წარმოადგენდა მთელ რიგ გამორჩეულ გმირებს და ბოროტებს, ᲯᲝᲠᲯ ᲚᲣᲙᲐᲡᲘᲡ საოცრად პოპულარულ სამეცნიერო ფანტასტიკურ გმირებთან ერთად. MARVEL-ᲘᲡ 80 ᲬᲚᲘᲐᲜᲘ ᲘᲣᲑᲘᲚᲔᲡ აღსანიშნად, კომიქსების ლეგენდარული მწერლის, არჩი გუდვინის ლეგენდების ეპოქის გაგრძელება „მარად ალისფერი“ კვლავ მოუყრის თავს ᲰᲐᲜ ᲡᲝᲚᲝᲡ, ᲚᲣᲙ ᲡᲙᲐᲘᲣᲝᲙᲔᲠᲡ, ᲞᲠᲘᲜᲪᲔᲡᲐ ᲚᲔᲘᲐᲡ, ᲩᲣᲑᲐᲙᲐᲡ, C-3PO-Ს და R2-D2-ს, ისევე, როგორც ᲯᲔᲥᲡᲡᲝᲜᲡ, ᲐᲛᲔᲘᲖᲐ ᲤᲝᲥᲡᲢᲠᲔᲘᲜᲡ, ᲓᲝᲛᲘᲜᲐ ᲢᲔᲒᲘᲡ და ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔ ᲕᲔᲚᲔᲜᲡᲡ გალაქტიკისთვის საშიშ, ნოსტალგიურ თავგადასავალში! ᲦᲕᲔᲓᲔᲑᲘ ᲨᲔᲘᲙᲐᲠᲘᲗ!

შესავალი ტიტრი[]

„ᲛᲐᲠᲐᲓ ᲐᲚᲘᲡᲤᲔᲠᲘ“
კოსმოსური სამოქალაქო ომი დასრულდა! იმპერია დაემხო! სითების ტირანი ლორდები, რომლებიც მართავდნენ გალაქტიკას, იმპერატორი პალპატინი და დართ ვეიდერი, განადგურებულები არიან, ხოლო გმირულმა აჯანყებულთა ალიანსმა ვარსკვლავურ სისტემებს ახალი რესპუბლიკის დაარსებით თავისუფლება დაუბრუნა.

მაგრამ დიდი ხნის მივიწყებული საფრთხე, სითებზე უფრო საზარელი, კვლავ ველური სივრცის შორეულ კუთხეებში დაბუდებულა და მისი დაბრუნებით მთელ გალაქტიკაში სიცოცხლე განადგურდება! თავისუფლებისთვის მებრძოლნი, პრინცესა ლეია ორგანა, ლუკ სკაიუოკერი და ჰან სოლო კვლავ იმედოვნებენ ბოროტი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს მათი ამბავია!

მედია[]

გამოცემები[]

  • UPC 759606093281; 29 მაისი, 2019; Marvel Comics[1]
    • 00111; გარეკანი A; უოლტერ საიმონსონი, ანტობიო ფაბელა
    • 00121; გარეკანი B; კარმინ ინფანტაინო, დენ გრინი, დინ უაიტი
    • 00131; გარეკანი C; მაიკლ გოლდენი
    • 00141; გარეკანი D; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
    • 00151; გარეკანი E; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
    • 00161; გარეკანი F; ცარიელი
    • 00171; გარეკანი G; კარმინ ინფანტაინო, დენ გრინი, დინ უაიტი

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]

ტიპის მიხედვით

პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

კრებულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Marvel-TemplateLogo ვარსკვლავური ომები (2015) #108 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. კომიქსის ვარსკვლავური ომები 108 მოვლენები ვითარდება ნაგაების და ტოფების ომის შემდეგ, რომელიც ახალი ილუსტრირებული ქრონოლოგიის მიხედვით, ვითარდება იავინის ბრძოლიდან 4 წელს. ამ გამოშვება ლეია ორგანა ახსენებს კომიქსში ვარსკვლავური ომები 50 (3 იბშ) აღწერილ მოვლენებს, რომლებიც, მისი თქმით, წლების წინ მოხდა. ამრიგად, 108-ე გამოშვების მოვლენებიც ვითარდება სულ მცირე, 50-ე გამოშვების მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ. შედეგად, 108-ე გამოშვების მოვლენები ვითარდება 5 წელს.
სხვა ენებზე
Advertisement