ვარსკვლავური ომები 88, ქვესათაურით „ფიგურისთავა“, არის 88-ე გამოშვება Marvel-ის ვარსკვლავური ომების კომიქსების ორიგინალურ სერიაში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
Marvel განაგრძობს „ჯედაის“ შემდგომი სრულიად ახალი თავგადასავლების წარდგენას! ეს დიპლომატიური მისიაა, პრინცესა ლეიასთვის და მონ მოთმასთვის ფრიად ხელსაყრელი — სანამ სტრატეგიული ციხესიმაგრისთვის მებრძოლ იმპერიულ ძალებს შეხვდებიან! და იმპერიული ძალები იმარჯვებენ! „ფიგურისთავის“ მწერალია ჯო დაფი, კონტურის მხატვარი — ბობ მაკლეოდი, ხოლო ტუშის — ტომ პალმერი![2]
ერთ-ერთი სასურველი პერსონაჟის დაბრუნება! ვარსკვლავური ომების კანონიდან ჩნდება...შირა ბრი! შირა ლუკის მეორე ყველაზე საზარელი მტერია! თავად განსაჯეთ ლუკის ყველაზე სახიფათო მტერი — მაგრამ მხოლოდ ამ ფენომენალური გამოშვების შეძენის შემდეგ![1]
ჩვენი გმირების „ჯედაის“ შემდგომი თავგადასავლები გრძელდება! ამ გამოშვებაში: პრინცესა ლეია ასრულებს დიპლომატიურ მისიას სხვა პლანეტაზე და შეხვდება ბოროტ კიბორგს, რომელსაც მომავალში ხშირად ვიხილავთ![3]
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: უხსოვარ დროს... ტომი 6: ვუკიების სამყარო
- ვარსკვლავური ომები: ანთოლოგია: უხსოვარ დროს.... ტომი 5
- ვარსკვლავური ომები: Marvel-ის ადრეული წლები: ანთოლოგია, ტომი 3
- ეპიკური კოლექცია: Marvel-ის ადრეული წლები, ტომი 5
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 Marvel Age 16
- ↑ Marvel Age 15
- ↑ Marvel Age 18