FANDOM


Premium-Eras-legendsPremium-Era-legPremium-Era-real
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია 2013–2014 წლების კომიქსების მინისერია, გამოცემული Dark Horse-ის მიერ. იხილეთ აგრეთვე ფილმის ორიგინალური სცენარის მონახაზი, რომელსაც ეფუძნება კომიქსი.
Atticon ეს სტატია არაკანონიკურ საკითხზეა.
სტატიაში აღწერილი საკითხი ეხება მასალას, რომელიც Lucasfilm-ის მიერ ითვლება არაკანონიკურად.

Tsw page

კომიქსის შესავლის ნაწყვეტი.

ვარსკვლავური ომები არის რვა გამოშვებისგან შემდგარი კომიქსების სერია, რომლის გამოცემა 2013 წლის სექტემბერში Dark Horse Comics-მა დაიწყო. მასში ადაპტირებულია ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავური ომების ორიგინალური, 1973 წლის მონახაზი, რომელშიც ლუკ სკაიუოკერი ასაკოვანია და უკვე ჯედაი არის, ხოლო მთავარი პერსონაჟია ანიკინ სკაიუოკერი. სერიის ტექსტის ავტორია ჯონათან რინზლერი, ხოლო მხატვარი — მაიკ მეიჰიუ.

სიუჟეტი

ვარსკვლავური ომების სიუჟეტი დროდადრო ახლოს არის დასრულებულ ვერსიასთან, მაგრამ არსებობს მრავალი განსხვავებაც.

სამყაროს ამ ვარიანტში ჯედაი-ბენდუები ასი ათასი წლის განმავლობაში არიან ძირითადად კეთილმოსურნე იმპერატორის პირადი მცველები. მთავარი გმირია ანიკინ სტარკილერი, ყოფილი ჯედაი ბენდუ კეინ სტარკილერის ძე. იგი ტოვებს მშობლიურ, კესილის სისტემაში მდებარე უტაპაუს და მიემგზავრება აკვილეზე, პლანეტაზე, რომელიც ახალი გალაქტიკური იმპერიისგან დამოუკიდებელია. თუკი საბოლოო ვარიანტში ობი-ვან კენობი ბრძენი მოხუცია, 1974 წლის ვერსიაში მოხუცი ლუკ სკაიუოკერი გვევლინება ანიკინის მასწავლებლად.[2]

აკვილეს, პრინცესა ლეიას მშობლიურ პლანეტას, თავს ესხმის იმპერია, რომელსაც სურს მისი დაქვემდებარეშე მყოფი კლონირების ტექნოლოგიების მითვისება. აკვილეების მეფე შეიტყობს ამ ზრახვის შესახებ ერთ-ერთი ჯაშუშის, კლიგ უიტსანის დახმარებით, რომელიც იმპერიის დედაქალა ალდერაანშია მივლენილი. პლანეტის დასაცავად მეფე იმპერიის კოსმოსურ ციხესიმაგრეს უტევს. ამ მოვლენათა განვითარებისას ორი დროიდი ავარიულად ეშვებიან პლანეტაზე მდებარე იუნდლენდის ვერანებზე.[2]

მეფე მოგვიანებით იღუპება, ამიტომ პრინცესა ლეია იმპერიის სამიზნედ იქცევა — მათ სურთ მისი მანიპულირება და ამ გზით პლანეტის მართვა. ანიკინი უკვე ლუკის პადავანია და მასთან ერთად პრინცესას დასაცავად მიემგზავრება. მისი გადარჩენის შემდეგ, ჯედაები იუნდლენდის ვერანების გავლით მიემგზავრებიან კოსმოპორტის ქალაქ გორდონის მიმართულებით, სადაც პოულობენ ჰან სოლოს, რომელიც ამ ვარიანტში არის ურელიელი, დიდი, ვუკებზე, მათვე მშობლიურ პლანეტა იავინზე მონადირე რეპტილია.[2]

სოლო, კეინ სტარკილერის ძველი მეგობარი, ვალორუმის მეთაურობით, სატვირთო ხომალდით მიემგზავრება პლანეტიდან. იმპერიული პატრულისგან გაქცევისას კეინი იღუპება, გაწირავს რა საკუთარ თავს სხვების გადასარჩენად, ხოლო ვალორუმი აღმოჩნდება სითი რაინდი.[2]

იმპერიული ხომალდით გატაცების და ვალორუმისგან გაქცევის შემდეგ მთავარ გმირებს მისდევენ ასტეროიდების ნაკადის გავლით. ისინი იძულებულები არიან, ვუკების პლანეტაზე შეჩერდნენ. მოგზაურები იქ ვუკებს ურელიელებთან საბრძოლველად უერთდებიან და გაიცნობენ ვუკი ჩუბაკას. ისინი იკრიბებიან ანთროპოლოგების, ოუენ და ბერუ ლარსების სახლში, ხოლო ლეიას იმპერიელები იჭერენ და ციხესიმაგრეში გადაჰყავთ.[2]

აკვილეზე დაბრუნებისას ანიკინი იცვამს მოიერიშის აბჯარს, რათა ციხესიმაგრეში შეაღწიოს, მაგრამ მას იჭერენ. დართ ვეიდერი ვალორუმს სტარკილერის მოკვლას უბრძანებს, მაგრამ ვალორუმი გადაიფიქრებს და ანიკინს ათავისუფლებს. უკანასკნელი გადაარჩენს ლეიას და პლანეტას ტოვებს, ხოლო ლუკი ამ დროს ვუკების მებრძოლთა ესკადრილიის თანხლებით ციხესიმაგრეს ანადგურებს.[2]

აკვილეზე დაბრუნებული ლეია, უკვე დედოფლის რანგში, ანიკინს "აკვილეს მფარველი ლორდის" წოდებას ანიჭებს.[2]

გამოშვებები

ფერების განმარტება:
შეტანილია რბილყდიან კრებულში გამოსული მომავალი
ნომერისახელწოდებაგამოცემის თარიღირბილყდიანი
კრებული
რბილყდიანი კრებულის
გამოცემის თარიღი
ვარსკვლავური ომები
TheStarWarsTPB
ვარსკვლავური ომები, რბილყდიანი კრებული

TheStarWarsHC
ვარსკვლავური ომები, მაგარყდიანი კრებული

TheStarWars-DeluxeHC-Front
ვარსკვლავური ომები, სასაჩუქრო მაგარყდიანი გამოცემა
  • 22 ივლისი, 2014 (რბილყდიანი კრებული)[3]
  • 22 ივლისი, 2014 (მაგარყდიანი გამოცემა)[4]
  • 26 აგვისტო, 2014 (სასაჩუქრო მაგარყდიანი გამოცემა)[5]
1ვარსკვლავური ომები 14 სექტემბერი 2013[6]
2ვარსკვლავური ომები 22 ოქტომბერი 2013[7]
3ვარსკვლავური ომები 36 ნოემბერი 2013[8]
4ვარსკვლავური ომები 44 დეკემბერი 2013[9]
5ვარსკვლავური ომები 55 თებერვალი, 2014
6ვარსკვლავური ომები 612 მარტი, 2014
7ვარსკვლავური ომები 716 აპრილი, 2014
8ვარსკვლავური ომები 828 მაისი, 2014
0ვარსკვლავური ომები 031 დეკემბერი, 2013[10]

შენიშვნები და სქოლიო

  1. Lucasfilm და Dark Horse იუწყებიან ვარსკვლავური ომების გამოცემის შესახებ!
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Get Thee to the Geek: ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავური ომების ძალიან განსხვავებული პირველი მონახაზი
  3. Amazon favicon ვარსკვლავური ომები Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  4. Amazon favicon ვარსკვლავური ომები Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  5. Amazon favicon ვარსკვლავური ომები Deluxe Edition Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  6. ლუკასის ორიგინალური გალაქტიკა შეიქმნა 'ვარსკვლავურ ომებში'
  7. ვარსკვლავური ომები 2
  8. ვარსკვლავური ომები 3
  9. ვარსკვლავური ომების კომიქსების ექსკლუზიური გადახედვა: დეკემბრის გამოშვებები და თებერვლის გრაფიკული რომანები
  10. Dark Horse Comics ვარსკვლავური ომები 0 Dark Horse Comics-ის ოფიციალურ საიტზე

ბმულები

სხვა ენებზე