ვარსკვლავური ომები 15 არის მეთხუთმეტე გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებული კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები. მისი ტექსტის ავტორია ჯეისონ აარონი, ხოლო მხატვარი — მაიკ მეიჰიუ. გამოშვება გაოიცა 2016 წლის 20 იანვარს.[1]
ᲝᲑᲘ-ᲕᲐᲜ ᲙᲔᲜᲝᲑᲘᲡ ᲓᲦᲘᲣᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ. ობი-ვანის ტატუინზე მიმალვის მორიგი ამბავი. ოუენ ლარსმა ლუკი იშვილა...მაგრამ ბენს მის ცხოვრებაში ჩარევა აუკრძალა! რატომ? რა მოხდებოდა, თუკი ბენი ლუკს დაიცავდა?[1]
შესავალი ტიტრი[]
მოხუცი ბენ კენობის დღიურებიდან
ცდილობს რა, გაიგოს, თუ რას ნიშნავს, იყო ჯედაი, ლუკ სკაიუოკერი მიაგნებს ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობის დღიურს. იგი შეიცავს კენობის იმ დროის თავგადასავლების აღწერას, რომლებიც თავს გადაჰხდა ტატუინზე მიმალვისას — მათ შორის, იმ დროის, როდესაც ობი-ვანმა ნორჩი ლუკი ჰატ ჯაბას ბანდიტებისგან დიდი გვალვის დროს გადაარჩინა. აქ მოყვანილია ამ დღიურის ნაწყვეტი.
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
უტექსტო გარეკანი, მაიკ მეიჰიუ
საბოლოო გარეკანი, მაიკ მეიჰიუ
მონახაზი, მაიკ მეიჰიუ
ფრანჩესკო ფრანკავილას ვარიანტი
სათამაშო ფიგურის გარეკანის ვარიანტი, ჯონ ტაილერ კრისტოფერი
↑კომიქსში ვარსკვლავური ომები (2015) 7 მოვლენები ვითარდება კომიქსამდე ვარსკვლავური ომები (2015) 15 ერთი წლით ადრე. ამ უკანასკნელში მოვლენები წინ უსწრებენ კომიქსს ვარსკვლავური ომები (2015) 20.
ამ კომიქსებში ოუენ ლარსი უფრო ასაკოვანია, ვიდრე ტელესერიალში ობი-ვან კენობი, რომლის მოვლენები ვითარდება ბრძანება 66-ის შესრულებიდან ათი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ სითების შურისძიების მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ, რაც ნიშნავს, რომ ობი-ვან კენობის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლამდე9 წელს და ეს არის ყველაზე ადრეული პერიოდი, რომელსაც შეიძლება მივაკუთვნოთ ვარსკვლავური ომები (2015) 7. თუმცა, Line Webtoon-ის ვარსკვლავურ ომებში (თავი 2: შეხვედრა დროიდებთან) ობი-ვან კენობი უფრო ასაკოვანია, ვიდრე ნახსენებ კომიქსებში. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
განსაზღვრავს, რომ ლუკ სკაიუოკერი LINE Webtoon-ის გამოცემაში იყო 12 წლის. ვინაიდან იგი დაიბადა სითების შურისძიების ბოლოს, ამ კომიქსში, იავინის ბრძოლამდე 7 წელს იგი 12 წლის არის და ეს არის ყველაზე გვიანდელი თარიღი, რომელსაც შეიძლება მივაკუთვნოთ კომიქსის განვითარება. ამრიგად, ერთწლიანი შუალედის გამო, კომიქსის ვარსკვლავური ომები (2015) 7 მოვლენათა თარიღია ან 9 იბ, ან 8 იბ და კომიქსებში ვარსკვლავური ომები (2015) 15 და ვარსკვლავური ომები (2015) 20 მოვლენათა განვითარების დროა ან 8 იბ, ან 7 იბ.