ჰანს ლუკი 'შავარდენზე' თან მიჰყავს! ამასობაში...ლეიას და მის რამდენიმე მეგობარს" საკუთარი პრობლემა აქვთ...აჯანყებულთა ციხის ბაზა ალყაშია![1]
შესავალი ტიტრი[]
წიგნი IV, ნაწილი II ᲐᲯᲐᲜᲧᲔᲑᲣᲚᲗᲐ ᲪᲘᲮᲔ
აჯანყებას იმედი დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც დართ ვეიდერთან მორიგ საშინელ შეტაკებას გადაურჩნენ, აჯანყების გმირებს ლუკ სკაიუოკერს, პრინცესა ლეიას და ჰან სოლოს 'ათასწლოვან შავარდენზე' მძევლად აჰყავთ სითების ბნელი ბატონის საიდუმლო მოკავშირე, დროიდების და იარაღის სპეციალისტი დოქტორი აფრა.
კონტრაბანდისტ სანა სტაროსთან ერთად პრინცესა ლეია აფრას გადასცემს მისთვის ცნობილ ყველაზე დამალულ პენიტენციურ დაწესებულებაში: ციხე ''მზის ლაქაში''. აფრა იქ სამუდამო პატიმრობაში დარჩება, თუკი იმპერია არ მიაგნებს და არ დაიბრუნებს.
ამ დროს სხვაგან ჰანი და ლუკი აჯანყებისთვის მარაგს ავსებენ — სანამ ჰანი თამაშის დროს აჯანყებულთა თანხებს წააგებს. ამასობაში ციხე ''მზის ლაქაში" უსაფრთხოების გაუმართაობა აჯანყებულებს უსიამოვნებას უქადის....