"ᲒᲐᲥᲪᲔᲕᲐ" იწყება! სიუჟეტში "ᲘᲛᲔᲓᲘ ᲥᲠᲔᲑᲐ" კატასტროფის შემდეგ ჩვენი გმირები გარბიან. შეძლებენ, გადაურჩნენ პატრულს? არა. შორეულ პლანეტაზე ჩარჩნენ. სად აღმოჩნდნენ? როგორ შეუძლიათ, გადარჩნენ?
შესავალი ტიტრი[]
ᲒᲐᲥᲪᲔᲕᲐ ნაწილი I
დედოფალ ტრიოსის დივერსიამ აჯანყებულთა ფლოტი უიმედოდ და ძლევამოსილი იმპერიული ფლოტის ხელთ დატოვა!
მართალია, მრავალი აჯანყებული, ლუკ სკაიუოკერთან, ლეი ორგანასთან და ჰან სოლოსთან ერთად, გაექცა ვეიდერის დამანგრეველ თავდასხმას, მათი მცირე ხნით წინ შეკრებილი ფლოტი თითქმის განადგურდა.
ახლა მონ მოთმამ თავისუფლებისთვის მებრძოლებს უბრძანა, დაშლილიყვნენ და ეპოვათ გადაჯგუფების საშუალება, მტრის დარტყმის მოსაგერიებლად. მაგრამ ლუკი, ჰანი და ლეია ახლა ძებნილი დამნაშავეები არიან და გალაქტიკაში იმპერიას დიდი ხნით ვერავინ დაიმალება....