ვარსკვლავური ომები 58 არის 58-ე გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. ამბის ავტორია კირონ გილენი, ხოლო მხატვარი — ანხელ უნსუეტა. გამოშვება გამოიცა 2018 წლის 5 დეკემბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
"ᲒᲐᲥᲪᲔᲕᲐ" – ნაწილი 3. ლუკსა და ტულას შორის რომანი ტრიალებს? ᲰᲐᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲚᲔᲘᲐᲡ შორის რომანი ტრიალებს? გარიყულ ამბოხებულებსა და ვეებერთელა გაუმაძღარ ურჩხულებს შორის რომანი ტრიალებს? არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში — არა.
სიუჟეტის შეჯამება[]
ᲒᲐᲥᲪᲔᲕᲐ დედოფალ ტრიოსის ღალატმა ამბოხებულთა ფლოტი მიმოაბნია და ბოროტი გალაქტიკური იმპერიის ხელთ დატოვა! მოკავშირეებთან დაკავშირების საშუალების არმქონე ლეია ორგანა, ლუკ სკაიუოკერი, ჰან სოლო და დროიდები, R2-D2 და C-3PO, ჰუბინზე გარიყულნი დარჩნენ. პლანეტიდან გაღწევის ან დიდ გალაქტიკასთან დაკავშირების ყოველგვარი საშუალების გარეშე, ჰუბინის იზოლაციონისტური ფილოსოფიით, ამბოხებულებს მხოლოდ იდუმალი თეინ მარკონას სტუმართმოყვარეობის იმედი დარჩენიათ. მარკონა კი რაღაცას მალავს, მათ შორის — მეომრულ ტრადიციას.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606081134; 5 დეკემბერი, 2018; Marvel Comics[1]
- 05811; გარეკანი A; ჯამალ კემპბელი
- 05821; გარეკანი B; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
- 05831; გარეკანი C; როდ რაისი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | ტრანსპორტი | იარაღი და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
არსებები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღი და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
შეტანილია კრებულებში[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომები (2015) #58 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ამ და წინა ორი გამოშვების მოვლენები მოსდევს გამოშვებას ვარსკვლავური ომები (2015) 55, რომელიც, როგორც სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა უთითებს, აღწერს იავინის ბრძოლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული ბრძოლა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, მოხდა იავინის ბრძოლიდან 0 წელს, ანუ მოვლენის განვითარების დროა 1 იბშ. გარდა ამისა, გამოშვების მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო დარტყმამდე. გალაქტიკური ატლასის თანახმად, ეს არის 3 იბშ, ამრიგად, გამოშვების მოვლენებიც ვითარდება იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 1—3 წელს.