ვარსკვლავური ომები 71 არის 71-ე გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია გრეგ პაკი, ხოლო მხატვარი — ფილ ნოტო. გამოშვება გამოიცა 2019 წლის 4 სექტემბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ᲐᲛᲑᲝᲮᲔᲑᲣᲚᲗᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲓᲒᲝᲛᲘᲚᲗᲐ ეპიკური ამბავი გრძელდება. ჩვენი გმირების მისიაა, თავიდან მოიშორონ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲣᲚᲘ ᲤᲚᲝᲢᲘ! K43-ზე ქვის უხუცესები გამოცდიან ᲗᲠᲘᲞᲘᲝᲡ მოგონებებს – და ერთგულებას! შეიძლება, დროიდს უფრო მეტი საერთო ჰქონდეს ქვის ურჩხულთან, ვიდრე ადამიანთან? ლენზ-კარპოზე გაიძვერა მარცხდება, ხოლო პრინცესა ებრძვის მკვლელს. კალაკანზე კი ᲚᲣᲙᲘ ძარვავს ბანკს. ᲠᲝᲒᲝᲠ, ᲚᲣᲙᲘ ᲑᲐᲜᲙᲡ ᲫᲐᲠᲪᲕᲐᲕᲡ???
სიუჟეტის შეჯამება[]
ᲐᲛᲑᲝᲮᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲓᲒᲝᲛᲘᲚᲔᲑᲘ მძვინვარებს სამოქალაქო ომი! იმპერიის დავალებით ზონდები კოსმოსში თავისუფლებისთვის მებრძოლ ამბოხებულთა ალიანსს ეძებენ. საბედნიეროდ, ამბოხებულებმა მას საპასუხო დარტყმა მიაყენეს. იმპერიული ხომალდებისთვის ამბოხებულთა ბაზისგან გზის აბნევისას ლუკი, ძალის მეშვეობით, ადგილობრივ ტავერნაში მოხვდა. იქ მან გაიცნო ვარბა, კლიენტი, მოცული მოულოდნელი იდუმალებით, რომელიც, შესაძლოა, დაეხმარება ჯედაის წვრთნაში! ამასობაში, ჰანი და ლეია მზად არიან, გამოიწვიონ იმპერიასა და ლენზ-კარპოს შორის კონფლიქტი, რათა დაამხონ კრიმინალური ბოსი. სანამ საქმეში არ ერევა საოლქო დამცველი, დარ ჩემპიონი! შორს, ველურ სივრცეში, ჩუბაკამ და C-3PO-მ უნდა გადაწყვიტონ მთელი რასის ბედი. რთული მისიის განხორციელებისას ამბოხებულებმა უნდა იწამონ ძალა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც K43-ზე ვეიდერი გამოჩნდა.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606081134; 4 სექტემბერი, 2019; Marvel Comics[1]
- 07111; გარეკანი A; ფილ ნოტო
- 07121; გარეკანი B; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
- 07131; გარეკანი C; ტერი და რეიჩელ დოდსონები
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | ტრანსპორტი | იარაღი და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
არსებები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღი და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შეტანილია კრებულებში[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომები (2015) #71 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ამ და წინა თხუთმეტი გამოშვების მოვლენები მოსდევს გამოშვებას ვარსკვლავური ომები (2015) 55, რომელიც, როგორც სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა უთითებს, აღწერს იავინის ბრძოლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული ბრძოლა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, მოხდა იავინის ბრძოლიდან 0 წელს, ანუ მოვლენის განვითარების დროა 1 იბშ. გარდა ამისა, გამოშვების მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო დარტყმამდე. გალაქტიკური ატლასის თანახმად, ეს არის 3 იბშ, ამრიგად, გამოშვების მოვლენებიც ვითარდება იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 1—3 წელს.