ვარსკვლავური ომები 72 არის 72-ე გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია გრეგ პაკი, ხოლო მხატვარი — ფილ ნოტო. კომიქსი გამოიცა 2019 წლის 2 ოქტომბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
კითხვების დრო დადგა – და ბედისწერა შეიცვლება! ᲩᲣᲘ რთულ მორალურ არჩევანს ჩასჭიდებია, ხოლო ᲚᲝᲠᲓ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲡ K43-ის ქვის ხალხთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს! ᲚᲣᲙᲘ ფიქრობს, ვის ენდოს. ცნობილი ხდება ᲕᲐᲠᲑᲐᲡ წარმოშობა და ნამდვილი კავშირი ᲫᲐᲚᲐᲡᲗᲐᲜ! სანამ ᲚᲔᲘᲐ და ᲓᲐᲠᲘ ცეკვავენ, ᲰᲐᲜᲘ შეიტყობს ლენზ-კარპოს ნამდვილი მტრების შესახებ!
სიუჟეტის შეჯამება[]
ᲐᲛᲑᲝᲮᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲘᲫᲕᲔᲠᲔᲑᲘ ამბოხებულთა ალიანსის უდიდესი გმირები ასრულებენ სამ გაბედულ მისიას, რათა ჩაშალონ ბოროტი გალაქტიკური იმპერიის მიერ თავისუფლებისთვის დარჩენილი მებრძოლების პოვნის მცდელობები. დროიდ C-3PO-ს და ვუკი ჩუბაკას მიერ პლანეტა K43-ის განადგურების გეგმას საფრთხე ემუქრება, როდესაც პლანეტის სიღრმეებში წააწყდებიან სიცოცხლის გონიერ ფორმებს — და დართ ვეიდერს! ლენზ-კარპოზე პრინცესა ლეია და ჰან სოლო ლეიას ყოფილ საყვარელ, საოლქო დამცველ დარ ჩემპიონთან ერთად ცდილობენ იმპერიის მოტყუებით კრიმინალური ბოსის და ამბოხების ერთ-ერთი უდიდესი მტრის განადგურებას. ხოლო სერჯიაზე ლუკ სკაიუოკერმა მიმართა ვარბას ადგილობრივ ამბოხებულთა ძალების გადარჩენის მიზნით. ლუკს აინტერესებს, თუ რა იცის ვარბამ ძალის შესახებ — მაგრამ ვარბას საკუთარი საიდუმლოებანი აქვს.... |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606081134; 2 ოქტომბერი, 2019; Marvel Comics[1]
- 07211; გარეკანი A; ფილ ნოტო
- 07221; გარეკანი B; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | ტრანსპორტი | იარაღი და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღი და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შეტანილია კრებულებში[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
ვარსკვლავური ომები (2015) #72 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ ამ და წინა თექვსმეტი გამოშვების მოვლენები მოსდევს გამოშვებას ვარსკვლავური ომები (2015) 55, რომელიც, როგორც სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა უთითებს, აღწერს იავინის ბრძოლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. აღნიშნული ბრძოლა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, მოხდა იავინის ბრძოლიდან 0 წელს, ანუ მოვლენის განვითარების დროა 1 იბშ. გარდა ამისა, გამოშვების მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო დარტყმამდე. გალაქტიკური ატლასის თანახმად, ეს არის 3 იბშ, ამრიგად, გამოშვების მოვლენებიც ვითარდება იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 1—3 წელს.
ბმულები[]
ვარსკვლავური ომები (2015) #72 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
ვარსკვლავური ომები (2015) #72 (ვარიანტი) Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)