ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები 1.

ვარსკვლავური ომები 1 არის პირველი გამოშვება Marvel-ის 2020 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ხესუს საისი. კომიქსი გამოიცა 2020 წლის 1 იანვარს. იგი იწყებს ამბავს ბედისწერის გზა, ნაწილი I, რომელიც ვითარდება პირდაპირ იმპერიის საპასუხო შეტევის შემდეგ.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

"არა...მე ვარ შენი მამა." იმპერიის საპასუხო შეტევის შემდგომი მოვლენების შემდეგ აჯანყების გმირებს ბნელი დროება დაუდგათ. აჯანყებულთა ფლოტი...მიმოფანტულია ჰოთზე საზარელი დამარცხების შემდეგ. ჰან სოლომ...წააგო ბრძოლა ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტთან და კარბონიტშია გაყინული. ხოლო ღრუბლების ქალაქში მახეში მოქცეული და ბოროტ დართ ვეიდერთან სინათლის მახვილებით სასტიკ ბრძოლაში შერკინებული ლუკ სკაიუოკერი...შეიტყობს საშინელ სიმართლეს თავის ჯედაის წარმომავლობაზე. ვეიდერმა არ მოკლა მისი მამა, ანაკინი — ვეიდერი თავადაა ლუკის მამა! ახლა, ბნელი ლორდისგან რის ვაი-ვაგლახით გაქცევის შემდეგ, ნაიარევებით და ამ გამომჟღავნებისგან აფორიაქებულებმა, ლუკმა, პრინცესა ლეიამ, ლენდო კალრისიანმა, ვუკი ჩუბაკამ და დროიდებმა, C-3PO-მ და R2-D2-მა, ბრძოლით უნდა დაიბრუნონ აჯანყებულთა ალიანსი — ვინაიდან მთელი გალაქტიკის ბედი ბეწვზე ჰკიდია! არის თუ არა გამარჯვება შესაძლებელი ამდენი დამარცხების შემდეგ? მაგრამ ლეია, ლუკი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯგუფი ვერ ხვდებიან, რომ ერთ იმპერიულ მახეს მეორე ჩაენაცვლა! გაიცანით გამჭრიახი და შურისძიებით აღსავსე იმპერიული მეთაური ზარა, ტარკინის წარმომადგენელი! მწერალი ჩარლზ სოული ('ᲓᲐᲠᲗ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘ') და მხატვარი ხესუს საისი ('ᲓᲝᲥᲢᲝᲠᲘ ᲡᲢᲠᲔᲘᲜᲯᲘ') მომავალ წელს წაგვიყვანენ სრულიად შორეულ გალაქტიკაში! რ.ბ. სილვას გარეკანებით ('X-ᲘᲡ ᲫᲐᲚᲔᲑᲘ')! ᲧᲕᲔᲚᲐ ᲓᲠᲝᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲙᲝᲡᲛᲝᲡᲣᲠᲘ ᲗᲐᲕᲒᲐᲓᲐᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ...ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲨᲘ!

შესავალი ტიტრი[]

ᲑᲔᲓᲘᲡᲬᲔᲠᲘᲡ ᲒᲖᲐ
ნაწილი I
აჯანყებულთა ალიანსი ჰოთზე დამარცხების შემდეგ მიმოიფანტა. იმპერიისგან თავის არიდების მიზნით ჰან სოლო, პრინცესა ლეია ორგანა, ჩუბაკა და C-3PO ''ათასწლოვანი შავარდენით'' გაემგზავრნენ ჰანის ძველი მეგობრის, ლენდო კალრისიანის პოვნის იმედით.

მაგრამ დართ ვეიდერი ღრუბლების ქალაქში მათზე ადრე ჩავიდა და ლენდო აიძულა, ლუკ სკაიუოკერის ხაფანგში გამოსაჭერად ისინი დაეჭირა და სატყუარებად გამოეყენებინა. ლეიამ თავგანწირული გაქცევისას სხვებს მეთაურობდა, თუმცა ჰან სოლო მოხვდა ვეიდერის მიერ დაქირავებულ ჯილდოზე მონადირესთან.

ახლა კი ლუკმა დართ ვეიდერთან დამარცხების შემდეგ უკან დაიხია....

მედია[]

გამოცემები[]

  • UPC 759606096008; 1 იანვარი, 2020; Marvel Comics[1]
    • 00111; გარეკანი A; რ.ბ. სილვა, სტივ მაკნაივენი
    • 00121; გარეკანი B
    • 00131; გარეკანი C; მაჰმუდ ასრარი და მეთიუ უილსონი
    • 00141; გარეკანი D
    • 00151; გარეკანი E; კრის სპრაუზი, კარლ სტორი და ნირაჟ მენონი
    • 00161; გარეკანი F; ჯენ ბარტელი
    • 00171; გარეკანი G; ადამ ჰიუზი
    • 00181; გარეკანი H; ართურ ადამსი
    • 00191; გარეკანი I; ფილ ნოტო
    • 00116; გარეკანი J; ფილ ნოტო
    • 00117; გარეკანი K; რ.ბ. სილვა და Guru-eFX

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Marvel-TemplateLogo Star Wars (2020) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომების პირველი გამოშვების მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევაში აღწერილი უკანასკნელი მოვლენების პარალელურად და მათ შემდგომ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერიის საპასუხო შეტევის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 3 წლის შემდეგ, ამიტომ ამ გამოშვების მოვლენების განვითარების დროც იგივეა.

დამატებითი ბმულები[]