ვარსკვლავური ომები 2 არის მეორე გამოშვება Marvel-ის 2020 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ხესუს საისი. კომიქსი გამოიცა 2020 წლის 29 იანვარს[1].
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]
"არა...მე ვარ შენი მამა." იმპერიის საპასუხო დარტყმის შემდგომი მოვლენების შემდეგ ამბოხების გმირებს ბნელი დრო დაუდგათ. ამბოხებულთა ფლოტი...მიმოფანტულია ჰოთზე საზარელი დამარცხების შემდეგ. ჰან სოლომ...წააგო ბრძოლა ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტთან და კარბონიტშია გაყინული. ხოლო ღრუბლების ქალაქში მახეში მოქცეული და ბოროტ დართ ვეიდერთან სინათლის მახვილებით სასტიკ ბრძოლაში შერკინებული ლუკ სკაიუოკერი...შეიტყობს საშინელ სიმართლეს თავის ჯედაის წარმომავლობაზე. ვეიდერმა არ მოკლა მისი მამა, ენეკინი — ვეიდერი თავადაა ლუკის მამა! ახლა, ბნელი ლორდისგან რის ვაი-ვაგლახით გაქცევის შემდეგ, ნაიარევებით და ამ გამომჟღავნებისგან აფორიაქებულებმა, ლუკმა, პრინცესა ლეიამ, ლენდო კალრისიანმა, ვუკი ჩუბაკამ და დროიდებმა, C-3PO-მ და R2-D2-მა, ბრძოლით უნდა დაიბრუნონ ამბოხებულთა ალიანსი — ვინაიდან მთელი გალაქტიკის ბედი ბეწვზე ჰკიდია! არის თუ არა გამარჯვება შესაძლებელი ამდენი დამარცხების შემდეგ? მაგრამ ლეია, ლუკი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯგუფი ვერ ხვდებიან, რომ ერთ იმპერიულ მახეს მეორე ჩაენაცვლა! გაიცანით გამჭრიახი და შურისძიებით აღსავსე იმპერიული მეთაური ზარა, ტარკინის წარმომადგენელი! მწერალი ჩარლზ სოული ('დართ ვეიდერი') და მხატვარი ხესუს საისი ('დოქტორი სტრეინჯი') მომავალ წელს წაგვიყვანენ შორეულ, შორეულ გალაქტიკაში! რ.ბ. სილვას გარეკანებით ('X-ის ძალები')! ყველა დროის უდიდესი კოსმოსური თავგადასავალი იწყება...იანვარში!
სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]
| ||
მედია[edit | edit source]
გამოცემები[edit | edit source]
- UPC 759606096008; 29 იანვარი, 2020; Marvel Comics; პირველი ტირაჟი[1]
- 00211; გარეკანი A; რ.ბ. სილვა და Guru-eFX
- 00221; გარეკანი B; კრის სპრაუზი, კარლ სტორი და ნირაჟ მენონი
- 00231; გარეკანი C; ბენ ოლივერი
გარეკანების გალერეა[edit | edit source]
გამოჩენები[edit | edit source]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
შეტანილია კრებულებში[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1 1.2
ვარსკვლავური ომები (2020) #2 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომების მეორე გამოშვების მოვლენები ვითარდება იმპერიის საპასუხო დარტყმაში აღწერილი უკანასკნელი მოვლენების პარალელურად და მათ შემდგომ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერიის საპასუხო დარტყმის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 3 წლის შემდეგ, ამიტომ ამ გამოშვების მოვლენების განვითარების დროც იგივეა.
ბმულები[edit | edit source]
ვარსკვლავური ომები (2020) #2 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები (2020) #2 (ვარიანტი) Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (გარეკანი B)
ვარსკვლავური ომები (2020) #2 (ვარიანტი) Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (გარეკანი C)
Marvel-ის ვარსკვლავური ომები (2020—) | |
ბედისწერის გზა | 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 |
ტარკინის ანდერძი | 7 · 8 |
ოპერაცია "ვარსკვლავური ნათება" | 9 · 10 · 11 · 12 |
ჯილდოზე მონადირეთა ომი | 13 · 14 · 15 |
რბილყდიანი კრებულები | 1 · 2 · 3 |
დაკავშირებული მედია | ვარსკვლავური ომები (2015) |