ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავური ომები 4.

ვარსკვლავური ომები 4 არის მეოთხე გამოშვება Marvel-ის 2020 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები. მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ხესუს საისი. კომიქსი გამოიცა 2020 წლის 18 მარტს[1].

შეჯამება გამომცემლობისგან[]

"ᲙᲐᲢᲐᲡᲢᲠᲝᲤᲐ ᲦᲠᲣᲑᲚᲔᲑᲨᲘ!" ᲚᲣᲙ ᲡᲙᲐᲘᲣᲝᲙᲔᲠᲘ, ᲚᲔᲜᲓᲝ ᲙᲐᲚᲠᲘᲡᲘᲐᲜᲘ ᲓᲐ ᲚᲔᲘᲐ ᲝᲠᲒᲐᲜᲐ ᲦᲠᲣᲑᲚᲔᲑᲘᲡ ᲥᲐᲚᲐᲥᲨᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲓᲜᲔᲜ! ყოველ მათგანს ᲑᲔᲡᲞᲘᲜᲖᲔ დარჩა ის, რაც ძალიან სჭირდებოდათ — იარაღი, მეგობარი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგრამ ქალაქი სავსეა ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲔᲚᲔᲑᲘᲗ და ოკუპირებულია იმპერიის მიერ, რომელიც გამალებით ცდილობს, მას რესურსები წაართვას. სამეულის საქმე, როდესაც ისინი ამ ადგილს უკანასკნელად ეწვივნენ, არც თუ კარგად წარიმართა. ამჯერად, შესაძლოა...უარესად იყოს.

შესავალი ტიტრი[]

ᲑᲔᲓᲘᲡᲬᲔᲠᲘᲡ ᲒᲖᲐ
ნაწილი IV
ლუკ სკაიუოკერი, პრინცესა ლეია და ლენდო კალრისიანი დაბრუნდნენ ღრუბლების ქალაქში.

სანამ ლეია ეძებდა კარბონიტში გაყინვის მოწყობილობას, რომლის გამოც ჰან სოლო ტყვეობაში აღმოჩნდა, ლენდომ იპოვა ძველი მეგობარი, ლობოტი და მისი დახმარებით დაიწყო ღრუბლების ქალაქში არსებული ტიბანის გავრცელება, რამაც იმპერიელთა ყურადღება მიიქცია.

იმ დროს, როდესაც ლუკი ღრუბლების ქალაქის სანაგვეში თავის დაკარგულ ხმალს ეძებს, ლენდოს და ლობოტს შტორმტრუპერები მისდევენ, ლეია კი იმპერიამ დაიჭირა და კარბონიტში გაყინა....

მედია[]

გამოცემები[]

  • UPC 759606096008; 18 მარტი, 2020; Marvel Comics[1]
    • 00411; გარეკანი A; რ.ბ. სილვა და Guru-eFX
    • 00421; გარეკანი B; კრის სპრაუზი
    • 00431; გარეკანი C; დანიელ აკუნა

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია გამოცემებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 Star Wars (2020) #4 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ კომიქსის მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ.

დამატებითი ბმულები[]