ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სასახლე.

ვეიდერის ციხესიმაგრე, იგივე დართ ვეიდერის სასახლე და ვეიდერის პირადი საცხოვრებელი, იყო ციხესიმაგრე, მდებარე ვულკანებიან პლანეტა მუსტაფარზე. ერთ დროს ცნობილი როგორც სითების ტაძარი, იგი აშენდა სითების გამოქვაბულის თავზე. გალაქტიკური იმპერიის ზეობის პერიოდში იგი ბნელი მხარის ცენტრს წარმოადგენდა.

სასახლის არქიტექტორი და მთავარი შემმუშავებელი იყო უძველესი სითი ლორდი და მხატვარი დართ მომინი, რომლის ნიღაბი იმპერიელი ლეიტენანტის სხეულს დაეუფლა და შეაქმნევინა სასახლის ნახაზები. მომინის ჩანაფიქრით, ძალის ენერგიას ბნელი მხარიდან უნდა გაევლო სასახლის ქვეშ და ბნელ მხარეზე გასასვლელი შეექმნა. სით ლორდ დართ ვეიდერის ნებართვით მომინმა შენებისას იმპერიული რესურსები გამოიყენა. მართალია, ნაგებობის პირველი ვარიანტით კარის გაღება ვერ შეძლო, მცდელობებისა და შეცდომის შემდეგ ციხესიმაგრემ სრულყოფილი სახე მიიღო. ბნელი მხარის კარი ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა, როდესაც ვეიდერის ყურადღება მუსტაფარელთა აჯანყებამ მიიქცია, მომინმა კარი თავად გააღო და თავისი ნამდვილი სხეული გააცოცხლა.

ვეიდერის ჩარევის მიუხედავად, მუსტაფარელთა არმიამ გაანადგურა იმპერიული გარნიზონი. ვეიდერი ციხესიმაგრეში მიიმალა და მისი ენერგიით მუსტაფარელებს დაარტყა. მომინი ვეიდერს დაუპირისპირდა და ხანმოკლე დუელისას მძიმედ დაჭრა. ვეიდერმა იგი დიდი ლოდით დაამხო და კარის პირისპირ მარტო დარჩა. მისი სული პორტალში დაღუპული ცოლის, პადმე ამიდალას საძიებლად შევიდა. ძიება წარუმატებლად დასრულდა და ვეიდერმა, განრისხებულმა, პორტალი გაანადგურა. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა მასწავლებელს, იმპერატორ პალპატინს და ამცნო, რომ კორუსანტზე ბრუნდებოდა.

ციხესიმაგრე ვეიდერის პირად რეზიდენციად იქცა. დროდადრო იგი მასში ბაქტას კამერაში ისვენებდა. ერთხელ მისი დასვენება სიკვდილის ვარსკვლავის პროექტის ხელმძღვანელმა ორსონ კრენიკმა დაარღვია, მასთან პროექტის განსახილველად. ციხესიმაგრეში ვეიდერი აგრეთვე ადმირალ კენდალ ოზელს და გენერალ მაქსიმილიან ვირსს ესაუბრებოდა, აჯანყებულთა ალიანსის დამარცხების მცდელობების შესახებ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]