ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ველი.

ველ სართა იყო ჩანდრილელი ქალი, სენატორ მონ მოთმას დეიდაშვილი[3] და აჯანყებული ქსელში, რომელსაც მართავდა ლუთენ რაელი, გალაქტიკური იმპერიის საწინააღმდეგოდ. ველმა პირადი ფუფუნება დაივიწყა და ოჯახიდან გაიქცა. შეყვარებულთან, სინტა კაზთან ერთად, მან შეკრიბა აჯანყებულთა გუნდი, რომლის ამოცანა იყო მისიის შესრულება — ალდანის გარნიზონში შეღწევა და იმპერიული სარიგებლის მოპარვა. სხვა აჯანყებულებთან, ტარამინ ბარკონასთან, არველ სკინთან, კაზთან, კარის ნემიკთან და იმპერიელ ლეიტენანტ და ინფორმატორ გორნთან ერთად მან ეს შეძლო და გაიქცა კონტეინერული სატვირთო გემი „მაქს-7“-ით.

თუმცა, ოპერაციამდე სამი დღით ადრე იგი შეხვდა აჯანყებულთა მხარდამჭერ ლუთენ რაელს, რომელმაც გუნდში კიდევ ერთი ადამიანი დაუმატა — თავისი ახალი ნაცნობი კასიან ანდორი, რომელიც ყველას გაეცნო როგორც „კლემი“. სართას ეს ცვლილება არ ესიამოვნა, მაგრამ იგი დათანხმდა მის წინადადებას, განსაკუთრებით — მას შემდეგ, რაც რაელი დაიმუქრა, რომ ოპერაციას შეაჩერებდა. „კლემთან“ სხვადასხვა უთანხმოების მიუხედავად, გუნდმა მისია სართას მეთაურობით განაგრძო. მიუხედავად წარმატებული ძარცვისა, მისიის შესრულებისას გადარჩნენ მხოლოდ სართა, კაზი და ანდორი.

როდესაც აშკარა გახდა, რომ იმპერიის ხელთ ჩავარდნილი ანდორი ყველაფერს გათქვამდა, სართას რაელმა და მისმა თანაშემწემ, კლეია მარკიმ დაავალეს კასიანის მოკლა. ისინი მის მშობლიურ პლანეტა ფერიქსზე ჩავიდნენ, თუმცა ამ დროს ანდორი ნარკინა-5-ზე, პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ველი კორუსანტზე ოჯახს შეუერთდა, სადაც შეიტყო აჯანყების დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოთმას ფინანსურ პრობლემებზე. მან აგრეთვე დაადგინა, რომ გარდაიცვალა ანდორის გამზრდელი დედა, მაარვა და ამბავი რაელს ამცნო. მოგვიანებით იგი ფერიქსზე დაბრუნდა, იმ იმედით, რომ კასიანს მაინც დაიჭერდა. მართალია, უკანასკნელი დაბრუნდა დედის დაკრძალვისას, ვერც სართამ, ვერც იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს აგენტებს ის ვერ დაიჭირეს. შემდგომი ალიაქოთისას სართა კაზთან ერთად დაიმალა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 Andor logo new ანდორიარავინ გვისმენს!
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Andor logo new ანდორიალდანი
  3. წყაროებში არ არის მითითებული, ვისი მხრიდან იყო იგი ნათესავი. თარგმნისას გამოყენებულია cousin-ის ნაგულისხმები თარგმანი
Advertisement