- „ოსტატის და შეგირდის ურთიერთობა ჩემთვის, შესაძლოა, ახალია. მაგრამ მასწავლებელმა ერთი რამ მასწავლა — მორიგი გაკვეთილი ყოველთვის შეგიძლია, აითვისო.“
- ―ვერნესტრა რუოს საუბარი იმრი კანტაროსთან
ვერნესტრა რუო იყო მდედრობითი სქესის მირიალანი ოსტატი ჯედაი, რომელიც ცხოვრობდა აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. მას დროდადრო უწოდებდნენ „ვერნს“, რაც არ სიამოვნებდა.
ოსტატ ჯედაი სტელან ჯიოსის ყოფილი პადავანი რუო 15 წლის ასაკში რაინდი გახდა — ისევე, როგორც მრავალი წლის შემდეგ ამ წოდების მქონე ყველაზე ნორჩი ჯედაი. რამდენიმე თვის შემდეგ იგი 16 წლის გახდა და შეასრულა პირველი მისია, ახლდა რა პორტ „ჰეილიპში“ ევონ სტაროსი|ევონ სტაროსს, გამომგონებელს და სენატორ გირა სტაროსის ქალიშვილს. თუმცა, როდესაც რუო და სტაროსი კოსმოსურ ხომალდ „მყარ ფრთაზე“ გამართულ წვეულებას შეუერთდნენ, რომელიც კოსმოსურ სადგურ შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებას ეძღვნებოდა, კრეისერზე ყუმბარები ამოქმედდა და ეს ორი, პადავან იმრი კანტაროსთან, სტაროსის პროტოკოლური დროიდ J-6-თან და ონესტი ვეფტთან, დალნენი ელჩის შვილთან ერთად, საევაკუაციო მაქოთი მოხვდნენ ჯუნგლებიან მთვარე ვივოზე. ვერნესტრა, მიუხედავად თავისი ასაკისა, ჯედაების ორდენის იდეალებს სრულყოფილად იცნობდა და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყო.
მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად შუქურა „ვარსკვლავურ ნათებაზე“ მოიგერია ხორცისმჭამელი მცენარეების მსგავსი დრენგირები, პადავანთან ერთად განაგრძო მათთან ბრძოლა ჯედაების ამ ჯგუფთან კონფლიქტისას, მათ შორის — ველოს საშინელების დროს. მოგვიანებით მისი დახმარებით განადგურდა ნიჰილების სადგურ „მიზიდულობის გულის“ გრავიტაციული ჭის პროექტორი. ამ ხომალდზე მან ჰიპერსივრცის მცოდნე მარი სან ტეკასგან მიიღო იდუმალი მითითებები ჰიპერსივრცულ ბილიკზე. მან აგრეთვე დელნაზე იხსნა ნიჰილთა ტყვეობაში მყოფი ბავშგები, მათ შორის — სტაროსი.
შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ განადგურებისას რუო იმყოფებოდა აირამზე და კატასტროფა საკუთარი თვალით იხილა. მან შეიტყო ყოფილი მასწავლებლის დაღუპვის შესახებ და იფიქრა, რომ კანტაროსი და სტაროსიც ამ უბედურებას შეეწირნენ, ვინაიდან მათი გვამები ვერავინ იპოვა. ამ უბედურებამ მას დააკარგვინა ჯედაების საბჭოსადმი ნდობა და რუო გახდა გზისმაძიებელი, რათა უბრალოდ გაჰყოლოდა იმას, რასაც ძალა უკარნახებდა. ბრძოლას იგი დაუბრუნდა კანტაროსის ძიებისას, როდესაც მას ამაზე სტაროსმა სთხოვა. მას შემდეგ, რაც იმრი იპოვეს ნიჰილთა დაშორების ზონაში, რუომ მას რაინდის წოდება მიანიჭა, შემდეგ კი დაბრუნდა კორუსანტი ჯედაების ტაძარში, სადაც ჯედაებს ეხმარებოდა იმ ცნობებით, რაც შეაგროვა მტრის ზურგში ყოფნისას.
იავინის ბრძოლამდე 132 წელს იგი კვლავ ჯედაების ორდენში იყო და მონაწილეობდა მეი-ჰო ანისეიას მიერ წამოწყებულ ჯედაების მკვლელობების გამოძიებაში.
გამოჩენები
წყაროები
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა მოვლენათა განვითარების დროა 232 იბ. ვინაიდან ამ წიგნის მიხედბით ვერნესტრა 16 წლის არის, მისი დაბადების წელია დაახლოებით 248 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ვერნესტრა „ვერნ“ რუო Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილებიდან
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: გარბენა კატასტროფების კოშკამდე
- ↑ აკოლიტი — აკოლიტი
- ↑ ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა (2021) 5