ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვიზემი იყო მამრობითი სქესის კაჯაინ'სა'ნიკტო, კრიმინალურ ლორდ ჰატ ჯაბას იარაღების ოსტატი. იავინის ბრძოლამდე 8 იბ2 წლებში იგი დაუკავშირდა ჰატის მტერს, კორბუს ტაირას, რომელსაც ამცნო, რომ ჯავა მილიონ კრედიტს გადასცემდა მას, ვინც მიუტანდა ურნას ჰატის კიდევ ერთი მტრის, კრესტრელ დ'ნერანის ფერფლით. იავინის ბრძოლიდან 4 წელს იგი იმყოფებოდა ჯაბას სასახლეში, პლანეტა ტატუინზე, როდესაც იქ გამოჩნდნენ დროიდები R2-D2 და C-3PO, რომლებმაც ჯაბას რაინდ ჯედაი ლუკ სკაიუოკერის, აჯანყებულთა ალიანსის წევრის გზავნილი წარუდგინეს. ლუკი ითხოვდა კონტრაბანდისტ ჰან სოლოპატიმრობიდან გათავისუფლებას და ნიშნად კეთილგანწყობისა, ჯაბას ორივე დროიდი საჩუქრად გადასცა.

მოგვიანებით ვიზემი ესწრებოდა სატახტო დარბაზში მაქს რებოს ჯგუფის გამოსვლას, რომლის დროს ჯაბამ ტვი'ლეკი მოცეკვავე ულა ჩააგდო რანკორ პატისას ორმოში. ნიკტო სიამოვნებით ადევნებდა თვალს მოცეკვავის მოკვლას, შემდეგ კი კვლავ დარბაზში იდგა, როდესაც პრინცესა ლეია ორგანა, გადაცმული ჯილდოზე მონადირედ, გამოჩნდა ჩუბაკასთან ერთად, რომელიც დაპატიმრებულს განასახიერებდა. ვიზემი და ჯაბას გარემოცვის სხვა წევრები მოგვიანებით დამალულები იყვნენ, როდესაც ორგანამ სცადა სოლოს გათავისუფლება. ამის შემდეგ ყველა კვლავ გამოჩნდა და ორგანაც და სოლოც დაიჭირეს.

ვიზემი კვლავ იდგა სატახტო ოთახში, როდესაც სასახლეში სკაიუოკერი გამოჩნდა. მან იხილა, თუ როგორ ჩააგდო ჯაბამ ჯედაი რანკორის ორმოში, სადაც ლუკმა პატისა მოკლა. ამიტომ ჯაბამ გასცა პატიმრების კარკუნის დიდი ორმოსარლაკთან წაყვანის ბრძანება. ვიზემი ჯაბას კა­რჭაპზე, „ქეტანაზე“, იმყოფებოდა. პატიმრებმა ჯაბას დამქაშებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ვიზემი მივარდა ლაზერულ ქვემეხ Gi/9-თან და ცეცხლი გაუხსნა კარჭაპს, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, სკაიუოკერი კი დიდ კარჭაპზე ახტა და ნიკტო სინათლის მახვილის მოქნევით მოკლა.

გამოჩენები[]

საკამათო კანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement