ვინტრიუმი იყო ძვირფასი[3] მადნეული, რომელიც მოიპოვებოდა შუა რგოლის პლანეტა მაპუზოზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი სახით აალებადი იყო,[2] იგი მაინც უძლებდა ბლასტერულ გასროლებს.[1] მაპუზოს სამთამადნო მრეწველობის ძირითადი ნაწარმი იყო ვინტრიუმი, რის გამოც გალაქტიკური იმპერიის ძალებმა პლანეტაზე დამკვირვებელი გარნიზონი გაშალეს.[2]
იავინის ბრძოლამდე 9 წელს[4] სითების ბნელმა ლორდმა დართ ვეიდერმა მაპუზოზე მიაგნო მასწავლებელს, ობი-ვან კენობის და მიიმწყვდია ადგილობრივ დასახლებაში. მტრად ქცეული ჯედაის საწამებლად მან ვინტრიუმის კონტეინერი დაცალა და სინათლის მახვილით ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი ძალის მეშვეობით კენობი ცეცხლში ჩააგდო.[2] დამწვრობის გამო კენობი მოგვიანებით მკურნალობდა ჯაბიიმზე, ბაქტას კამერაში.[5]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: გრიგალის ბატონი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
- აყვავებული რესპუბლიკა: გრიგალის ბატონი, სცენარი (მოგონებებიდან)
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "III ნაწილი"
წყაროები[]
Obi-Wan Kenobi Part III Episode Guide StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Mapuzo Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 აყვავებული რესპუბლიკა: გრიგალის ბატონი
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "III ნაწილი"
- ↑ 3.0 3.1
Obi-Wan Kenobi Part III Episode Guide StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ტელესერიალში ობი-ვან კენობი მოვლენათა განვითარების დროა 9 იბ. ამრიგად, ეპიზოდში "III ნაწილი" მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 9 იბ.
- ↑
ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "IV ნაწილი"