ვირუსი „ლურჯი აჩრდილი“ იყო მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც გალაქტიკას კლონების ომების დროს ჭირივით მოედო. თავდაპირველად იგი ვრცელდებოდა წყლით, ნახშირბადის შემცველ არსებებში. დიდი ძალისხმევით მოხდა მისი ამოძირკვა, მაგრამ კლონების ომების დროს დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის დოქტორმა ნუვო ვინდიმ იგი ნაბუზე აღადგინა და შექმნა საჰაერო გზებით გადამცემი ვარიანტი. მან სცადა ვირუსის მთელ პლანეტაზე გავრცელება, მაგრამ ვინდის ქმედებები დროულად შეაჩერეს გალაქტიკურმა რესპუბლიკამ და ჯედაების ორდენმა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ვირუსი „ლურჯი აჩრდილი“ (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ათასი მთვარის საიდუმლო