ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ვისკუსი იყო მამრობითი სქესის დათომირელი ღამის ძმა, რომელიც ცხოვრობდა კლონების ომების პერიოდში, ღამის ძმების სოფელში, დათომირზე. სოფელში მან გამართა შეჯიბრი, რომლის დროს ასაჟ ვენტრესმა შეარჩია შეგირდი.[3] მოგვიანებით ვისკუსი და ღამის ძმები თავს დაესხნენ ობი-ვან კენობის და ანაკინ სკაიუოკერს, როდესაც ჯედაები სოფელში ცდილობდნენ სავაჟ ოპრესის შესახებ რამე ცნობების მოპოვებას (სწორედ სავაჟი გახდა ასაჟის შეგირდი და მოკლა ჯედაები). ამ მცირე შეტაკების შემდეგ ვისკუსმა კენობის და სკაიუოკერს მიუთითა დედა ტელზინზე.[6]

მოგვიანებით ზაბრაკი და ღამის ძმების რაზმი დედა ტელზინმა დართ მოლთან და ჩრდილების კოლექტივთან ერთად გააგზავნა ორდ-მანტელზე, სადაც ისინი გეგმავდნენ გრაფ დუკუს და გენერალ გრივუსის დაჭერას. როდესაც ღამის ძმები პლანეტაზე ჩავიდნენ, უკვე დაწყებული იყო ბრძოლა. ისინი დაუპირისპირდნენ დუკუს, რომელმაც რაზმის მრავალი წევრი მოკლა. თავად ვისკუსი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, როდესაც გამოჩნდნენ მოლის მოკავშირეები, რომლებმაც თავად დაიჭირეს სითი ლორდი.[5]

მოგვიანებით, როდესაც მოლი დაჭერილ დუკუსთან ერთად ჩავიდა ღამის ძმების სოფელში, ვისკუსი მათ შეეგება და მიიყვანა დედა ტელზინის ძალაუფლების შუაგულთან. ტელზინმა დუკუს ენერგია გამოწოვა, ხოლო ვისკუსმა ამასობაში იქაურობა დატოვა, რათა ალქაჯისთვის მოემზადებინა დასასვენებელი ოთახი — იგი უბრალოდ შიშობდა, რომ ამ რიტუალის დროს ტელზინი დასუსტდებოდა.[7]

დათომირზე ავარიული დაშვების შემდეგ ჯედაი ტარონ მალიკოსი ღამის ძმებმა მიიყვანეს ვისკუსთან. ამ ორის შეტაკება ვისკუსის დაღუპვით დასრულდა.

კადრს მიღმა[]

ვისკუსი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ კლონების ომების მესამე სეზონის ეპიზოდში მხეცი. პერსონაჟს ახმოვანებს სტივენ სტენტონი.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement