- „სეპარატისტებს უდანაშაულონი არ აინტერესებთ. არ განიცდიან, ვინ ტოვებს ომს და ვინ — არა. ამიტომაც ვუტევთ, მეთაურო …… მონადირეებს კი წინ მიუძღვის მგლების ხროვა.“
- ― ვოლფი
ვოლფი, მანამდე ცნობილი როგორც კმ-3636, იყო რესპუბლიკის დიადი არმიის ვეტერანი კლონი მეთაური, რომელიც კლონების ომების დროს გენერალ ჯედაი პლო კუნისადმი დაქვემდებარებულ რაზმში მსახურობდა. 104-ე ბატალიონის, რაზმ „მგლების ხროვის“ წინამძღოლი ვოლფი დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან ბრძოლებში დაუღალავად მონაწილეობდა და მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებდა სტრატეგიის გამოყენებას. კუნთან ერთად პირველი მისიისას ვოლფი ოსტატი ჯედაის ფლაგმან „მოზეიმეზე“ იმყოფებოდა, სანამ თავად კუნი სეპარატისტების სახაზო ხომალდ „ავის მომასწავებელს“ უტევდა. „ავის მომასწავებელთან“ აბრეგადოს სისტემაში შეტაკებისას ხომალდზე მყოფი მგლების ხროვის ყველა სამხედრო დაიღუპა, კუნის, ვოლფის და სამხედროების, სინკერის და ბუსტის გარდა. ისინი გადაარჩინეს გენერალმა ჯედაიმ ანაკინ სკაიუოკერმა და მისმა პადავანმა, ასოკა ტანომ. ვოლფმა ქვედანაყოფი დაღუპული მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად კლონი სამხედროს ჯავშნით აღჭურვა. მგლების ხროვის განადგურების მიუხედავად, მან უარი თქვა სამხედრო სამსახურის დატოვებაზე, რითაც სხვების ნდობა და პატივისცემაც დაიმსახურა.
ხორმის ბრძოლისას ვოლფმა მარჯვენა თვალი სით შეგირდთან, ასაჟ ვენტრესთან შეტაკებისას დაიზიანა. მართალია, ბევრი ჭრილობა მიიღო და იძულებული იყო, თვალი კიბერნეტიკულით ჩაენაცვლებინა, იგი რესპუბლიკაში მილიტარულ სამსახურს კვლავ განაგრძობდა, მონაწილეობდა რა მთელ რიგ ოპერაციებში — ფელუციაზე, ვანკორზე და ლოლა-საიუზე. ვოლფი პირადად ხელმძღვანელობდა ელინის კამპანიას, მიწისძვრებით განადგურებულ პლანეტა ელინზე, მონაწილეობდა ტოგრუტების კადავოს ბრძოლისას გათავისუფლებაში და მისიაში, რომლის ფარგლებში ოსტატ ჯედაი საიფო-დიასის სინათლის მახვილს მიაგნეს.
კლონების ომებიდან თხუთმეტი წლის თავზე ვოლფი კვლავ ცოცხლობდა და ცხოვრობდა მოდიფიცირებულ AT-TE-ში, პლანეტა სილოსზე, კაპიტან რექსთან და კლონ კომანდოს გრეგორთან ერთად. თავდაპირველად სპექტრები, რომელთა შემადგენლობაში შედიოდა ჯედაების დიდი წმენდისას გადარჩენილი კენან ჯარუსი. მიაჩნდა რა აჯანყებულები საფრთხედ, მან გააგზავნა სიგნალი, რომელიც იმპერიელმა აგენტმა, კალუსმა შეამჩნია. საბოლოოდ, ვოლფი საბოლოოდ აჯანყებულების მიმართ რბილად განეწყო. რექსის მეთაურობით ვოლფმა და გრეგორმა კალუსის AT-AT-ები შეაჩერეს, რათა აჯანყებულებს გაქცევის საშუალება ჰქონოდათ. ბრძოლის შემდეგ ის და გრეგორი სილოსზე დარჩნენ, ხოლო რექსი აჯანყებას შეუერთდა. იავინის ბრძოლამდე 0 წელს ვოლფიც და გრეგორიც ლოთალის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 კლონთა მეთაური ვოლფი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ წიგნი ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები განსაზღვრავს, რომ 7973 წელს (კორუსანტული გამოთვლის კალენდრით) კეტსუ ონიომ შავი მზე დატოვა. ამავე სისტემით, სკარიფის ბრძოლა მოხდა 7977 წელს, ონიოს წასვლიდან ოთხი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ჯინ ერსო პირველი სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების მოსაპოვებლად გაემგზავრა იავინის ბრძოლამდე 0 წელს. ამრიგად, ვასკვნით, რომ 7973 ლოთალური სისტემით იგივეა, რაც 4 იბ. ვინაიდან ონიო ეპიზოდში ღვიძლი დები ამბობს, რომ შავი მზის დავალებებს ასრულებს, ეპიზოდის მოვლენათა განვითარების დროა 4 იბ. გარდა ამისა, გალაქტიკური ატლასით ლოთალის ალყა ასევე იავინის ბრძოლამდე 4 წელს მოხდა. ვინაიდან ეპიზოდში დაკარგული მეთაურები მოვლენები ვითარდება ლოთალის ალყის შემდეგ, ღვიძლ დებამდე, ვასკვნით, რომ დაკარგული მეთაურები აღწერს იავინის ბრძოლამდე 4 წელს განვითარებულ მოვლენებს. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი: ეპიკური ბრძოლები განსაზღვრავს, რომ ვოლფი სპექტრებს შეხვდა 28 წლის ასაკში, რაც ნიშნავს, რომ მისი დაბადების წელია 32 იბ.
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — „ავის მომასწავებლის“ აღზევება
- ↑ 5.0 5.1 რესპუბლიკის დიადი არმია — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Star Wars Helmet Collection 70 (Helmets: მეთაური ვოლფი)
- ↑ ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: კლონების ომები — ბრძოლების ისტორიები 2