ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ვონტორის შეთანხმება ეწოდებოდა ჰატების სი'კლაატას ნისლეულის სამი რასის (კლატუინელების, ნიკტოების და ვოდრანების) შეთანხმებას. ვიკუეი სამხედროებთან ერთად ამ სამმა ჩამოაყალიბა ჰატ კოსაკის არმიების ძირითადი ძალა, რათა ვონტორის მესამე ბრძოლაში, ქსიმის ომებისას დაემარცხებინათ დესპოტი ქსიმი. ჰატების გამარჯვების შემდეგ ნისლეული შევიდა ჰატების სივრცეში, ხოლო შეთანხმებამ სამივე ნახსენები რასა ჰატების სამუდამო მსახურებად აქცია.

იავინის ბრძოლიდან 44 წელს სითების დაკარგულმა ტომმა ჰატების მიერ დაცული კლატუინის უძველესთა შადრევანი დაანგრია. ამიტომ კლატუინელებმა ვონტორის შეთანხმება გააუქმეს და დასრულდა 25 ათასწლეულზე მეტი ხნის ხანგრძლივობის მონობა.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement