ვუკიები იყვნენ მაღალი, ბეწვიანი ჰუმანოიდური ტიპის არსებები, რომლებიც პლანეტა კაშიიიკის მოსახლეობას წარმოადგენდნენ. ყველაზე ცნობილი ვუკი იყო მეომარი ჩუბაკა, კონტრაბანდისტ ჰან სოლოს ერთგული მეგობარი და პილოტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კლონთა ომების პერიოდში, კაშიიიკზე შეტევისას; გალაქტიკური იმპერიის დროს, როდესაც ეხმარებოდა ამბოხებულთა ალიანსს და პირველი ორდენის წინააღმდეგ ომის დროს.
ვუკიები იყვნენ ღონიერები. ცნობილია, რომ აგრესიულად განწყობილები, ადამიანებს ხელებს გლეჯდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები იყვნენ ჭაობებითა და ტყეებით დაფარულ გარემოში ცხოვრებას, აგრეთვე ცხოვრობდნენ ყინულოვან პლანეტებზეც, როგორიც იყო ილუმი, ჰოთი და ბაზა "სტარკილერი" — ყოველგვარი დამატებითი ტანისამოსის, ისევე, როგორც ხელთათმანების და ჩექმების გარეშე.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- Disney Infinity 3.0
- Star Wars: Galaxy of Heroes
- უილიამ შექსპირის "სითების შურისძიების ტრაგედია": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- უილიამ შექსპირის ვარსკვლავური ომები: "ჭეშმარიტად, ახალი იმედი"
- უილიამ შექსპირის "იმპერიის საპასუხო დარტყმა"
- უილიამ შექსპირის "ჯედაი ბრუნდება"
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: ახალი იმედი
- Star Wars: Battle Pod (მხოლოდ ხმა)
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: იმპერიის საპასუხო დარტყმა
- "მოსიარულე ირემი"
- ვარსკვლავური ომები: ეპიკური გორგალები: ჯედაის დაბრუნება
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – გაქცევა ენდორიდან
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – მისია მოს-აიზლიში
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – შავარდენის გაფრენა
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – გამბიტი ჯეონოსისზე
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება – რათტარების უსიამოვნება
- LEGO Star Wars: The Force Awakens
Star Wars Blips – დევნა
Star Wars Blips – შემოპარული
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი – შეხედეთ, მე ამაწყვეს (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება