ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ზაბრაკები წარმოადგენდნენ ხორცისმჭამელი თითქმის-ადამიანების რასას, რომელიც ცხოვრობდა პლანეტა ირიდონიაზე. მისი მრავალი წარმომადგენელი გამოირჩეოდა თავზე ამოზრდილი რქებით, ისევე, როგორც ორი გულით. მართალია, მათი დიდი ნაწილი ამ პლანეტაზე ცხოვრობდა, სხვები დასახლდნენ დათომირზე, სადაც რასის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ღამის დები, მამრობითი სქესის წარმომადგენლებზე, ღამის ძმებზე დომინირებდნენ და იყენებდნენ ბნელი მხარის მაგიას. დათომირელი ზაბრაკები გამოირჩეოდნენ იმით, რომ არ ჰქონდათ რქები.

ზაბრაკები გალაქტიკურ იმპერიას ებრძოდნენ, როდესაც უკანასკნელმა მათი დამხობა და დამონება სცადა. მათი დიდი ნაწილი შეუერთდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის რიგებს. ზაბრაკები აგრეთვე გამოირჩეოდნენ ამაყი, დამოუკიდებელი და ქედმაღალი ბუნებით და გალაქტიკის ერთ-ერთ დამოუკიდებელ ერად ჩამოყალიბდნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement