ზაიგერიანები წარმოადგენდნენ ჰუმანოიდ კატისებრთა რასას პლანეტა ზაიგერიიდან. წარმოშობილებმა კატისებრი გონიერი რასისგან[8], მათ მონების დაჭერით და გაყიდვით ჩამოაყალიბეს ძლევამოსილი იმპერია, სანამ გალაქტიკური რესპუბლიკის ჯედაები ჩაერეოდნენ და დაამარცხებდნენ. კლონების ომების დროს ზაიგერიანებმა კვლავ სცადეს ვაჭრობის აღდგენა, როდესაც დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასთან თანამშრომლობა წამოიწყეს.
ცხოვრობდნენ კლდოვან გარემოში.[6] ზაიგერიანთა მმართველობის ფორმა იყო მონარქია, რასაც აგრეთვე ემსახურებოდნენ ადგილობრივი პრემიერმინისტრი და ზაიგერიული სამეფო მცველები. ისინი მფრინავი ბრეზაკებით გადაადგილდებოდნენ და მონებს ელექტროშოლტებით აშინებდნენ.
იმპერიის ეპოქის დროს ზაიგერიანმა მადალმა მონების საკუთარი იმპერია წამოიწყო, თუმცა ყოველივე ჩაეშალა, როდესაც აჯანყებულმა საბინ რენმა მისი მონები გაათავისუფლა.[4]
ზაიგერიანთა ყურების ფორმის გავლენით შეიქმნა ვარცხნილობა, რომელსაც ეწოდა ზაიგერიანული სტილის ხელოვნური შვერილები. ამ ვარცხნილობას ატარებდა რაზუ კინ-ფი, კანჯიკლაბის წევრი, რომელიც ხშირად ნარ-კანჯიზე ზაიგერიანულ საბრძოლო წრეში მონაწილეობდა.[9]
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: როგორ არ შეგჭამონ ევოკებმა და გალაქტიკაში გადარჩენის სხვა უნარები
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "რესპუბლიკის მონები"
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გატაცებულნი"
- ↑ 4.0 4.1 4.2
"მონებით მოვაჭრეთა დაბრუნება" — Star Wars Rebels Magazine 5
- ↑
Zygerria Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: ვიზუალური ენციკლოპედია
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "გაქცევა კადავოდან"
- ↑ Star Wars: Build the Millennium Falcon 91 Guide to the Galaxy: Zygerria — World of Slavery
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი