ზერ ლეონისი იყო იმპერიელი კადეტი ყმაწვილი, რომელიც პლანეტა ლოთალი ნორჩ იმპერიელთა აკადემიაში სწავლობდა და აჯანყებულებისთვის ჯაშუშის სახით მოქმედებდა. პლანეტა უკვინზე, ლეო და ტეფა ლეონისების ოჯახში დაბადებული, მათთან ერთად მოგზაურობდა, სანამ ოჯახის წევრები სამუშაოს ძიებისას საბოლოოდ ლოთალზე დასახლდებოდნენ. ზერი ჩაირიცხა იმპერიულ აკადემიაში, რათა დაედგინა სიმართლე დაკარგული დის, დარას შესახებ.
თავდაპირველად ლეონისი სწავლობდა გამოყენებითი ხელოვნების საყმაწვილო აკადემიაში, სადაც გრავბურთის ადგილობრივ გუნდში, გამხეს ხმალკბილა კატების შემადგენლობაში თამაშობდა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ამ პერიოდში გუნდმა მისი მონაწილეობით სეზონში წარმატება მოიპოვა, მაგრამ ამავე დროს, ზერი სკოლის დირექტორის, ჯენუს ფურეკის მხრიდან ქსენოფობიური თავდასხმების სამიზნედ იქცა. მან აგრეთვე ლოთალზე იმპერიის ნამდვილი მიზნების შესახებ შეიტყობა და ის, რომ მისმა მეგობარმა და თანაგუნდელმა, ბეკ ოლეტმა, რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამავე პერიოდში, აკადემიაში სწავლისას, ზერმა შეიტყო დის დაკარგვის შესახებ და შემდგომში იმპერიულ აკადემიაში გადავიდა.
იმპერიულ აკადემიაში სწავლისას ლეონისი ყველანაირად ცდილობდა, სამაგალითო კადეტი ყოფილიყო. იგი ფარულად ეხმარებოდა აჯანყებულებს და ეძებდა რამე ინფორმაციას, რომელიც მის დას უკავშირდებოდა, რაშიც, თავის მხრივ, აკადემიის მიღმა, ეხმარებოდა მეგობარი გოგონა, მერეი სპანჯაფი. აკადემიაში სწავლისას იგი ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერს იმპერიისთვის აკეთებდა, თუმცა დის შესახებ რამე ინფორმაციის მოპოვება უჭირდა. მისი ასეთი ქმედებები შეამჩნია გალაქტიკური იმპერატორის ჯედაებზე მონადირემ, გრანდ-ინკვიზიტორმა, მაგრამ ზერს ჰყავდა კარგი მხარდამჭერი — ლეიტენანტი ჩირონი, თბილი ხასიათის მქონე აკადემიის ინსტრუქტორი.
წარჩინების გამო ლეონისი არკანისის იმპერიულ აკადემიაში გადაიყვანეს. სწორედ იქ ჰყავდათ მისი და. თუმცა, მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ აკადემიაში საიდუმლო საზოგადოება არსებობდა, კომენდანტის კადეტები. კომენდანტ ბრენდოლ ჰაქსის მიერ დაარსებული ამ ჯგუფის მიზანი იყო იმპერიელ ოფიცერთა ადრეული ასაკიდანვე გალაქტიკური იმპერიის ერთგულ პიროვნებებად აღზრდა. ლეონისმა ამ საზოგადოებაში შეაღწია, თუმცა მისი ნამდვილი ზრახვები ძველმა მეგობარმა, ბეკ ოლეტმა გათქვა — იგი ამ მიზნით დაკითხეს იმპერიულმა ძალებმა. ტრიბუნალის გავლის შემდეგ ლეონისს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მაგრამ ჩირონი გაქცევაში დაეხმარა. ოლეტთან საუბრის და მისი პოზიციების შეცვლის შემდეგ ამ ორმა, სპანჯაფთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ლოთალის აჯანყებულებთან, სპექტრებთან ერთად, გაათავისუფლეს ზერის და იმპერიას გაექცნენ.
გამოჩენები[]
- ვინ არიან აჯანყებულები?
- იმპერიის მსახურები: გალაქტიკის ზღვარი (პირველი გამოჩენა)
- იმპერიის მსახურები: აჯანყებული რიგებში
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "წყობის რღვევა"
- აჯანყების ნაპერწკალი: ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: Cinestory-ს კომიქსი
- იმპერიის მსახურები: იმპერიული სამართლიანობა
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "იმედის ხედვა"
- ჯედაის გზა: ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: Cinestory-ს კომიქსი
"შეფასება" — Star Wars Rebels Magazine 11
- იმპერიის მსახურები: საიდუმლო აკადემია
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 იმპერიის მსახურები: აჯანყებული რიგებში
- ↑ იმპერიის მსახურები: აჯანყებული რიგებში, რომელშიც ადაპტირებულია აჯანყებულების ეპიზოდი წყობის რღვევა, განსაზღვრავს, რომ ლეონისი 15 წლის არის. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეპიზოდის მოვლენათა განვითარების დროა 5 იბ, ვასკვნით, რომ მისი დაბადების წელია 20 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური მეგზური
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 იმპერიის მსახურები: გალაქტიკის ზღვარი