FANDOM


Premium-Eras-canon

ზორი ბლისი იყო ადამიანი[3], რომელიც ქურდების კვარტალში, პლანეტა კიჯიმიზე[1], პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში მოქმედებდა.[4] იგი იყო კიჯიმის სპაისის გადამზიდველების[1] მეთაური. ომის დროს ზორი ნეიტრალურად მოქმედებდა[1] და ცხოვრობდა ქურდების კვარტალში.[4] ბლისის წარსული უკავშირდებოდა პო დემერონს, რომელიც ასევე, ერთ დროს, მასთან ერთად, სპაისთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობდა. ცნობილია, რომ პოს ზორისადმი კრედიტების დიდი ვალი ჰქონდა[3][6]

ბიოგრაფია

როდესაც წინააღმდეგობა ასრულებდა მისიას პლანეტა კიჯიმიზე, რათა ეპოვნა ექსეგოლის მდებარეობდა, ზორიმ ქუჩაში დემერონი შეაჩერა, თუმცა იგი რეიმ ძირს დააგდო და დაარწმუნა, მათთვის დახმარება გაეწია. ბლისი მათ გაჰყვა და მიიყვანა ბაბუ ფრიკთან.[6]

მოგვიანებით ზორი გადაურჩა კიჯიმის დანგრევას, შეუერთდა წინააღმდეგობას და ექსეგოლის ბრძოლისას მართავდა Y-ფრთებიან ვარსკვლავურ გამანადგურებელ BTA-NR2-ს. იგი აგრეთვე შეუერთდა გამარჯვების აღსანიშნავ საზეიმო შეკრებას.[6]

კადრს მიღმა

ზორი ბლისის პერსონაჟი შეიქმნა ფილმისთვის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება. მის როლს ასრულებს კერი რასელი.[4]

გამოჩენები

გამოჩენები

ბიბლიოგრაფია

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
  2. წიგნის ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი თანახმად სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება ჰოსნიანის კატაკლიზმის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჰოსნიანის კატაკლიზმი მოხდა იავინის ბრძოლიდან 34 წელს. ამრიგად, ფილმის მოვლენები 35 წელს ვითარდება. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი აგრეთვე უთითებს, რომ ზორი ფილმის მოვლენების პერიოდში იყო 30-ს გადაცილებული, რაც ნიშნავს, რომ იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 1 და იავინის ბრძოლიდან 1 წლის შუალედში.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 SWCustom-2011 იხილეთ 'ვარსკვლავური ომების' ახალი ნაწარმი, წარდგენილი Triple Force Friday-სთვის საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 გროსმანი, ლევ (22 მაისი, 2019). ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება, სრული გადახედვა. Vanity Fair. vanityfair.com. წაკითხვის თარიღი: მაისი 22, 2019.
  5. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.