თავდასხმა სელონიაზე არის მეორე წიგნი სერიაში ვარსკვლავური ომები: კორელიური ტრილოგია, რომლის ავტორია როჯერ მაკბრაიდ ალენი. იგი გამოიცა Bantam Spectra-ს მიერ, 1995 წლის ივნისში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
პლანეტა კორელიაზე პატიმრობაში ჰან სოლოს ბედი ბოროტი დეიდაშვილის, თრაკენ სალ-სოლოს [sic] ხელშია. თრაკენი [sic] გეგმავს იმპერიული სისტემის აღდგენას და ნებისმიერ ფასად სრული ძალაუფლების მიღებას. ჰანს მისი შეჩერება შეუძლია. მაგრამ ამისთვის უნდა დაივიწყოს ეს დეიდაშვილი, ადამიანი და შეუერთდეს ქალ უცხომიწელს. დრაკმუსი, როგორც მეთაური, დააპატიმრეს ადამიანთა ლიგის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით. ახლა ის და ჰანი შეეცდებიან, სელონიიდან დროულად გაიქცნენ, რათა ლეიას, ლუკ სკაიუოკერს და ლენდოს ამცნონ თრაკენის [sic] გეგმის შესახებ. მაგრამ შეიძლება, რომ ჰანი ენდოს უცხომიწელს?
ამასობაში ახალ რესპუბლიკას და მილიონობით სიცოცხლეს ემუქრება სხვა საკითხები. ვინ იმალება ვარსკვლავგამანადგურებლის საზარელი გეგმის მიღმა? რატომ ცდილობს ვიღაც, დაეუფლოს კორელიის მძლავრ პლანეტარულ რეპულსორებს? და რა საიდუმლო იმალება სადგურ "ბალანსირზე" — უცნობი წარმოშობის უძველეს, ხელოვნურ პლანეტაზე, რომელიც მოულოდნელად და აუხსნელად ამოქმედდება?
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780553298055; ივნისი, 1995; Bantam Spectra; აშშ, რბილი ყდა[2]
- ISBN 9780307796165; 28 ივნისი, 2011; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[4]
გამოცემები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 თავდასხმა სელონიაზე
- ↑ 2.0 2.1
Assault at Selonia: Star Wars Legends (The Corellian Trilogy) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑ მკითხველის ძირითადი მეგზური
- ↑
Assault at Selonia: Star Wars Legends (The Corellian Trilogy) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)