აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში კოსმოსურ სადგურ შუქურა „ვარსკვლავურ ნათებაზე“ მოხდა დრენგირების, გონიერი ხორცისმჭამელი მცენარეები თავდასხმა. იგი მოჰყვა ჯედაების ორდენის მიერ სადგურზე ჰატი ვაჭარის გვამის გადატანას. ეს ჰატი დაიღუპა ნიჰილ მაროდიორთა მის ხომალდზე თავდასხმისას.
ჰატი, რომელსაც პლანეტა მცირე სედრიდან ვრეტიქსული ქერი გადაჰქონდა,[1] დრენგირებმა მოწამლეს და ჯედაების მიერ გვამიდან, გაკვეთისას, ერთ-ერთი მათგანი ამოძვრა. ოსტატი ჯედაი ესტალა მარუ და რაინდი ჯედაი ვერნესტრა რო ამ დრენგირისგან თავს იცავდნენ. მარუ ამ დროს ცდილობდა მარშალ ევარ კრისთან დაკავშირებას, თუმცა უკანასკნელი დაკავებული იყო მცირე სედრიზე მიმდინარე მოვლენებით.[2]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 4 (პირველი გამოჩენა)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 5
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 6
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 2
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 4
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა (2021) 4 განსაზღვრავს, რომ შუქურა „ვარსკვლავურ ნათებაზე“ თავდასხმა მოხდა კოსმოსური სადგურის გაშვების, შემდეგ, რომელიც, თავის მხრივ, ასახულია კომიქსში აყვავებული რესპუბლიკა (2021) 1. ვარსკვლავური ომების წიგნი განსაზღვრავს, რომ შუქურა გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 დათარიღების სისტემით, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. ვინაიდან ამ ენციკლოპედიის თანახმად, ნახსენები ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ, ვასკვნით, რომ შუქურის გაშვება მოხდა იავინის ბრძოლამდე 232 წელს, ისევე, როგორც მასზე თავდასხმა.