თეინ კაირელი, იგივე AV-547, იყო მამაკაცი გარე რგოლის ტერიტორიებში მდებარე, იმპერიის მიერ იავინის ბრძოლამდე 11 წლით ადრე ანექსირებული მთიანი და შორეული პლანეტა ჯელუკანიდან. ბავშვობიდან, ისევე, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი საიენა რი, ოცნებობდა კორუსანტზე სამეფო იმპერიულ აკადემიაში სწავლაზე. უკვე იმპერიის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურებისას იხილა თუ როგორც განადგურდა ალდერაანი, ისევე, როგორც კერევ-დოიზე ბოდაჩ'ების მონობაში ყოფნა და შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსის რიგებს, რათა ებრძოლა იმპერიის ტირანიის წინააღმდეგ.
ვუკი ლოგარას გაცნობის შემდეგ თეინი X-ფრთებიანის ესკადრილია „კორონას“ შეუერთდა. მონაწილეობდა გალაქტიკური სამოქალაქო ომის დიდ ბრძოლებში, მათ შორის — ჰოთზე, ენდორსა და ჯაკუზე. მიუხედავად სხვადასხვა ბანაკიდან ბრძოლისა, თეინს და საიენას ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც რომანტიკულში გადაიზარდა.
ენდორის ბრძოლის შემდეგ კაირელი ახალ რესპუბლიკას, აჯანყებულთა ალიანსის გარდაქმნის შემდგომ წარმოშობილ რეჟიმს ეხმარებოდა. მისი და საიენას გზები კვლავ გადაიკვეთა ჯაკუს ბრძოლისას, როდესაც კაირელმა რი გადაარჩინა „იმპერიული“ კლასის ვარსკვლავური ნაღმოსნიდან.
გამოჩენები[]
- Star Wars Battlefront II (მხოლოდ ხსენება)
- დაკარგული ვარსკვლავები (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: დაკარგული ვარსკვლავები, აუდიოწიგნი)
- დაკარგული ვარსკვლავები, აუდიოწიგნი (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: დაკარგული ვარსკვლავები)
- დაკარგული ვარსკვლავები, ვებკომიქსი
- პრინცესა და არამზადა
- პრინცესა და არამზადა, აუდიოწიგნი
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 დაკარგული ვარსკვლავები
- ↑ რომანი დაკარგული ვარსკვლავები განმარტავს, რომ თეინ კაირელი იყო 8 წლის, როდესაც უილჰაფ ტარკინი ჯელუკანზე ჩავიდა. ვინაიდან იგივე წიგნში მითითებულია, რომ ტარკინი პლანეტას ეწვია გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან რვა წლის შემდეგ (გალაქტიკური ატლასით 19 იბ), აშკარაა, რომ კაირელი დაიბადა ამ წელს.