- "არ აქვს მნიშვნელობა, რა სიცრუე უთქვამს შენთვის, რა ჩაგიდენია, შეგიძლია, გამოასწორო და გასასამართლებლად გადმოგვცე."
- ― იადლი მიმართავს დუკუს
იადლი იყო ძალისადმი მგრძნობიარე მდედრობითი სქესის არსება, იოდას რასის წარმომადგენელი. იგი იყო ოსტატი ჯედაი, რომელსაც აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში ექვემდებარებოდნენ უმცროსი ჯედაები. ამ პერიოდში, იავინის ბრძოლამდე 382 წელს, ის და მისი მოწაფე, სიპა ტარკო, ებრძოდნენ გაშლილი ხელის ბილიკს, კულტს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჯედაების სწავლებას და ზიზღით უყურებდა მას და ნებისმიერს, ვინც ძალას იყენებდა. მათთან ბრძოლები დასრულდა დელნაზე, მწუხარების ღამით.
გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ წლებში იადლი იყო ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრი. ერთ დროს იგი წვრთნიდა თისპიასელ პადავანს, ოპო რენსისისს, რომელიც, საბოლოოდ, მას, ნაბუზე შეჭრის პერიოდში, იავინის ბრძოლამდე 32 წელს, შეუერთდა უზენაეს საბჭოში. აღნიშნულ წელს კვაი-გონ ჯინმა კორუსანტის ჯედაების ტაძარში იადლთან და სხვა ჯედაებთან შესახვედრად მიიყვანა ნორჩი ანაკინ სკაიუოკერი, რომელსაც რჩეულად თვლიდა. ნაბუს ბრძოლის შემდეგ იადლი თვალს ადევნებდა ოსტატ ჯედაი დუკუს, რომლის მოქმედებები მასში ეჭვებს ბადებდა. საბოლოოდ, იგი დუკუს და სითების ბნელ ბატონ დართ სიდიუსს შეეჯახა. სიდიუსმა ოსტატ ჯედაის უბრძანა, მოეკლა იადლი, რაც დუკუმ შეასრულა, ძალის ბნელი მხარის საბოლოოდ მისაღებად.
იავინის ბრძოლიდან 14 წელს იადლი გაიხსენა და ახსენა ლატერო პილოტმა გრიზ დრიტუსმა, რომელმაც არ იცოდა მისი დაღუპვის ნამდვილი თარიღი და ვარაუდს გამოხატავდა, რომ იგი ჯედაების დიდი წმენდის მსხვერპლი იყო. იავინის ბრძოლიდან 12 წელს სითმა ლორდმა დართ ვეიდერმა ხილვაში რამდენიმე ჯედაი დაინახა, მათ შორის — იადლიც. იავინის ბრძოლამდე 9 წელს რაინდი ჯედაი კელ კესტისი იადლზე ესაუბრა ოსტატ ჯედაი ინო კორდოვას, რომელიც, როგორც ამბობდა, იადლს იცნობდა. კესტისმა აღნიშნა, რომ მისი მასწავლებელი ჯარო ტაპალი ერთ დროს იადლის პადავანი იყო. იავინის ბრძოლიდან 3 წელს იოდამ ბოროტების გამოქვაბულში ყოფნისას ხილვაში დაინახა, თუ როგორ კლავდა დუკუ იადლს.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- ↑ "სით ლორდში", რომელშიც ნაჩვენებია იადლის დაღუპვა, მოვლენები ვითარდება ფარული მუქარის პარალელურად, რომლის მოვლენათა განვითარების დროა 32 იბ, როგორც განმარტებულია წიგნში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი.
- ↑ 3.0 3.1
Yaddle Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 აყვავებული რესპუბლიკა: კატაკლიზმი
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
- ↑ Star Wars Jedi: Survivor
- ↑ 8.0 8.1
ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზე — "სითი ლორდი"
- ↑ 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება