FANDOM


Premium-Eras-canon

იან დოდონა იყო სამხედრო ოფიცერი პლანეტა კომენორიდან. იგი კლონთა ომების დროს მსახურობდა გალაქტიკური რესპუბლიკის ფლოტში, მოგვიანებით კი, როგორც გენერალიაჯანყებაში გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს. როგორც სენატორ ბეილ ორგანას აჯანყებულთა ქსელის ჯგუფი "მასასი"ს მეთაურმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის ჩამოყალიბებაში და მისი უმაღლესი სარდლობის ნაწილად იქცა, ისევე, როგორც იავინ 4-ზე დამალული ციხესიმაგრის სამხედრო მეთაური. ამ მოვალეობის შესრულებისას სხვებთან ერთად შეიმუშავა გეგმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა იავინის ბრძოლისას და დასრულდა ზეიარაღ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით.

იავინის ბრძოლის შემდგომ იგი, სხვა აჯანყებულებთან ერთად, გაიქცა იავინ 4-იდან]], რათა სამოქმედოდ ახალი ბაზა ეპოვნა. იგი შეუერთდა ალიანსის ფლოტს და მის უმაღლეს სარდლობასთან ერთად ხელმძღვანელობდა საომარ ოპერაციებს. იავინის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ იგი მაკო-ტას კოსმოსურ დოკებზე, სარდლობის სხვა წევრებთან ერთად დაბანაკდა და გახდა ვარსკვლავურ კრეისერ MC80A-ის, რესპუბლიკის მეთაური. თუმცა, იერიშმა, რომელიც მათზე განხორციელდა დედოფალ ტრიოსის ღალატის შემდეგ, ალიანსს დიდი დარტყმა მიაყენა. არ სურდა რა სხვების დაღუპვაც, დოდონამ გასცა რესპუბლიკის დამალვის ბრძანება, მაგრამ ლუკ სკაიუოკერმა იგი დაითანხმა, დაბრუნებულიყო მაკო-ტაზე სხვების საშველად. საბოლოოდ, დოდონამ თავი გასწირა, რათა დარჩენილი აჯანყებულები გადაერჩინა, როდესაც ჯალათის ტურბოლაზერმა რესპუბლიკა გაანადგურა.

იან დოდონას თავგანწირვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. უმაღლესი სარდლობის წევრები, მონ მოთმა, ჯიალ აკბარი, ჰერა სინდულა და ლეია ორგანა, გადარჩნენ და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განაგრძეს სამართლიანობისთვის ბრძოლა. აჯანყებულების ძალისხმევით დაემხო და განადგურდა იმპერატორი პალპატინი, შემდგომში კი მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ჯაკუზე.

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.