იენ მაკკეიგი (19 მარტი, 1957) არის დამდგმელი მხატვარი, კონცეფციების დიზაინერი და რეჟისორი, რომელიც მუშაობდა JAK Films-ში, Lucasfilm-ის განყოფილებაში როგორც კადრირების და კონცეფციის მხატვრობის ავტორი ფილმებისთვის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება და ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება.[1] მის მიერ შეიქმნა დიზაინები სხვადასხვა ცნობილი პერსონაჟისთვის (დართ მოლი, დედოფალი ამიდალა და სიო ბიბლი). მაკკეიგის ნახატები აგრეთვე გამოყენებულია წიგნებში ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა,[2] იმპერიის საპასუხო შეტევა: მაშ, გსურს, ჯედაი იყო?, ჯედაის დაბრუნება: უფრთხილდი ბნელი მხარის ძალას! და კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ზღვარი.[3]
მაკკეიგი აგრეთვე მუშაობდა პერსონაჟებზე სერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა, რომლის გამოცემა 2021 წელს დაიწყო.[4]
წვლილი ვარსკვლავურ ომებში[]
პადმეს და მისი ბავშვების გამოუყენებელი კონცეპტუალური გამოსახულება
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება (2015) — კონცეფციის მხატვრობა
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება (2005) — კონცეფციის მხატვრობა
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა (2002) — კონცეფციის მხატვრობა
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა (1999) — კონცეფციის მხატვრობა, ორნ ფრი ტაას მსახურები
წყაროები[]
ანაკინ სკაიუოკერი, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება, გამოუყენებელი დიზაინი
Iain McCaig StarWars.com-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
Star Wars: The High Republic Show: A Step Into the Dark, Art of The High Republic, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
The Art of Star Wars: The High Republic Announced and New Concept Art Revealed on Star Wars: The High Republic Show StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
New Phase II Concepts and Covers Revealed on Star Wars: The High Republic Show StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
"წარსულის ფორმირება" — Star Wars Insider 145
- ↑
A New Hope Illustrated Novel Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
Marvel Journeys to Batuu in New Star Wars: Galaxy's Edge Comic – Exclusive StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars: The High Republic | Announcement Trailer ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)