ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ათას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რაინდი ჯედაები ძველ რესპუბლიკას უნარჩუნებდნენ მშვიდობას და სამართლიანობას. ბნელ დრომდე. იმპერიამდე.
ობი-ვან კენობი[3]

იმპერიული ეპოქა[17], აგრეთვე ცნობილი როგორც ძველი იმპერიის ეპოქა,[16]იმპერიის ეპოქა,[18] ან ბნელი დროება,[3] იყო პერიოდი, რომელიც დაიწყო ახალი წესრიგის გამოცხადებით — მოვლენით, რომლითაც აღინიშნა დემოკრატიული გალაქტიკური რესპუბლიკის დიქტატორულ გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნა. ეს მოხდა კლონების ომების მიწურულ, იავინის ბრძოლამდე 19 წელს.[19] თუმცა, გალაქტიკური შეთანხმების გაფორმების შემდეგ[2] (5 იბშ[19]), ენდორის ბრძოლის მოვლენათა პარალელურად იმპერატორ შივ პალპატინის განადგურების შემდგომ, იგი დასრულდა.[13]

დროის ამ მონაკვეთს, რომელსაც მიეკუთვნება გალაქტიკური სამოქალაქო ომის (0 იბ-5 იბშ) დროც, აგრეთვე ეწოდება გალაქტიკური სამოქალაქო ომის ეპოქა და აჯანყების ეპოქა.[20]

იმპერიული ეპოქის პერიოდს ახასიათებდა იმპერატორის პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც ახალი წესრიგი ეწოდებოდა.[21] მართალია, იმპერატორმა გალაქტიკაში მშვიდობა დაამყარა, ყოველივე მოხდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიების ფასით[18]. შედეგად, იმპერიის ეპოქის დროს წარმოიშვა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი, რომლის წევრებს სურდათ იმპერატორის დამხობა და გალაქტიკაში დემოკრატიის აღდგენა.[22] იმპერატორის აღსასრულით და იმპერიის ჯაკუს ბრძოლაში დამარცხებით აღინიშნა გალაქტიკური სამოქალაქო ომის და იმპერიული ეპოქის აღსასრული[15] და დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც „ახალი რესპუბლიკის ეპოქა“ ეწოდა.[16]

გამოჩენები[]