იმრი კანტაროსი იყო ჯედაების ორდენის პადავანი ყმაწვილი აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში.
ცხოვრება[]
ბავშვობაში ცხოვრობდა ჯენესიასა და ჰინესტიაზე, მოგვიანებით კი მისი მასწავლებელი გახდა დაგლას სანვეილი. გარკვეული დროით ისინი ხომალდ მყარ ფრთაზე, რაინდ ჯედაი ვერნესტრა რუოსთან ერთად იმყოფებოდნენ. როდესაც ნიჰილი მარადიორების, გვიშის და კლინით დას ძალისხმევით, ხომალდზე საბოტაჟი მოხდა, კანტაროსი და სხვები, ონესტი ვეფტი, ევონ სტაროსი და J-6, გაიქცნენ მაქოს მეშვეობით, რის შემდეგაც მთლიანი ხომალდი განადგურდა. ოსტატი სანვეილი დაიღუპა და კანტაროსი და მისი ახალი მეგობრები აღმოჩნდნენ ჯუნგლებიან მთვარე ვივოზე.[1]
ვივოზე ყოფნისას იმრის ბრაზი მისი მასწავლებლის დამღუპველ მეკობრეთა მიმართ მატულობდა. საბოლოოდ, როდესაც აღმოჩნდა, რომ მარადიორთა ეს ჯგუფი იგივე მთვარეზე გადმოსხდა, მან, დამოუკიდებლად, გადაწყვიტა, შური ეძია სანვეილის გამო. თუმცა, ონესტისთან ერთად (რომლის მამა ხომალდის აფეთქებას შეეწირა) წარუმატებელი თავდასხმისას ორივე ტყვედ ჩავარდა და მათ დასახმარებლად ვერნესტრა მივიდა. თუმცა, როდესაც რუო თავად აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ, მეკობრეებთან შეტაკებაში კანტაროსი ჩაერია, რომელმაც მოწინააღმდეგზე ძალით გაგუდვა გამოიყენა. რუომ მას გააფრთხილა ძალის ბნელ მხარისათვის დამახასიათებელი ამ ილეთის გამოყენების შესახებ, თუმცა გააფთრებული კანტაროსი კვლავ შურისძიების სურვილით იყო ანტებული. იგი აგრეთვე მცირე დროით შეერკინა ვერნესტრას სინათლის მახვილებით ბრძოლაში, მაგრამ საკუთარ თავში ძალა იპოვა და მიხვდა, თუ რაოდენ სახიფათო გზას დაადგა.[1]
ტრანდოშანი ოსტატ სსკირის და სხვა ჯედაების გამოჩენის დროისთვის კანტაროსმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. იგი ფიქრობდა, რომ ჯედაების ორდენის რიგებს დაატოვებინებდნენ, თუმცა შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გახსნისას რუომ აცნობა, რომ მისი მასწავლებელი ხდებოდა და დაეხმარებოდა ძალის შესწავლაში. გახარებული იმრი ბედნიერებისგან აცრემლებული იყო და მომავალ მასწავლებელს დაჰპირდა, რომ არ დააღალატებდა.[1]
პიროვნება და თვისებები[]
იმრი მაღალი აღნაგობის ახალგაზრდა იყო. ჰქონდა ლურჯი ფერის სინათლის მახვილი. კეთილი და მზრუნველი პიროვნება იყო, რომელიც ცდილობდა, ვეფტს გვერდში ამოდგომოდა მამის დაკარგვის გამო ნუგეშით. ევონ სტაროსის მიმართ იგი ძალიან მეგობრული იყო. თავდაპირველად შურდა ვერნესტრას ოსტატობის და იმის, თუ როგორ შეძლო რუომ რაინდი ჯედაის რანგის მოპოვება ასეთ ადრეულ ასაკში. მას სურდა, რომ ძალას ჯედაების ორდენში ადგილის დაკავებაში დახმარებოდა. მას აგრეთვე ვერნესტრას სინათლის მახვილი აოცებდა, ვინაიდან საკუთართან სირთულეები ჰქონდა.[1]
კადრს მიღმა[]
იმრი კანტაროსი პირველად გამოჩნდა 2021 რომანში აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა, რომლის ავტორია ჯასტინა აირლენდი. მეოთხეში თავში მის მშობლიურ პლანეტად ნახსენებია ჯენესია, მოგვიანებით კი — ჰინესტია. აირლენდმა Twitter-ის მეშვეობით განმარტა, რომ დასაშვებია პერსონაჟის მშობლების სხვადასხვა პლანეტებიდან წარმოშობა.[7]
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა
- ↑ მთავარი მოვლენები რომანში აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება ვითარდება შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ მიძღვნიდან რამდენიმე კვირით ადრე. ეს მოვლენა, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომების წიგნი, მოხდა ახალ იმედამდე 232 წელს. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ, ვასკვნით, რომ ჯედაების ნათებაში მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლამდე 232 წელს. ვერნესტრა რუო ამ დროს 16 წლის არის, ხოლო იმრი, როგორც ცნობილია წიგნიდან აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა (რომელიც ჯედაების ნათების პარალელურად დატრიალებულ მოვლენებს აღწერს) მასზე ორი წლით უმცროსია. ამრიგად, მისი დაბადების წელია 246 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილებიდან
- ↑ ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის დასაწყისი
- ↑ ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
- ↑ ჯასტინა აირლენდი (@justinaireland) Twitter-ზე: „ორივე! ყოველი მშობელი ყოველი პლანეტიდან.“ (არქივის ბმული)