ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ლეიტენანტი იოგარ ლისტი, ცნობილი ნომრით LSM-03, იავინის ბრძოლამდე რამდენიმე წლით ადრე იყო გალაქტიკური იმპერიის ოფიცერი. მსახურობდა პლანეტა ლოთალზე როგორც დედაქალაქის მომარაგების განმგებელი, აღრიცხავდა რა ყველა შემოსულ, ისევე, როგორც ადგილობრივად წარმოებულ იარაღს და აღჭურვილობას. იავინის ბრძოლამდე 3 წელს დაევალა სამხედრო საწყობის ზედამხედველობა და იგი თვალს ადევნებდა ალდერაანის პრინცესა ლეია ორგანას მიერ ორგანიზებულ ჰუმანიტარულ აქციას. სპექტრების მიერ თავჩაქუჩას კლასის კორვეტების გატაცებამ მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

თუმცა, მოგვიანებით ლისტი ლეიტენანტი გახდა და მსუბუქი იმპერიული კრეისერის კაპიტანის მოვალეობას ასრულებდა. ამ თანამდებობით იგი ვარსკვლავურ სისტემაზე დაკვირვებას ახორციელებდა და პლანეტებს აჯანყებულების გავლებისგან იცავდა. იავინის ბრძოლამდე 2 წელს დაექვემდებარა გრანდ-ადმირალ თრონს, რომელიც ლოთალის სექტორში აჯანყებულთა მოქმედებებით დაინტერესდა. აჯანყებულთა აგენტის, ფულკრუმის ვინაობის დადგენის მცდელობისას ლისტს იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს აგენტმა, კალუსმა პროვოკაცია მოუწყო.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]