დაიბადა რა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 896 წლით ადრე, იოდა რესპუბლიკის არსებობის გვიანდელ პერიოდში უკვე იყო თითქმის 900 წლის. იგი სათავეში ედგა ჯედაების უზენაეს საბჭოს. მასთან ერთად საბჭოში შედიოდნენ ლეგენდარული ოსტატები, მეის უინდუ და კი-ადი-მანდი. იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე მოხდა შეჭრა ნაბუზე. ამ დროს კვაი-გონ ჯინმა საბჭოს წარუდგინა ანაკინ სკაიუოკერი, დარწმუნებული იყო რა, რომ იგი იყო წინასწარმეტყველებაში ნახსეენბი რჩეული. უხუცესი ჯედაები გრძნობდნენ, რომ ბიჭუნას ავსებდა რისხვა და შიში, ამიტომ მის წვრთნაზე უარი თქვეს, დაასახელეს რა დამატებით მიზეზად ის, რომ იგი უკვე მოზრდილი იყო და ემოციების გამო ვერ შეძლებდა ჯედაების კოდექსის დაცვას. ჯინის ნაბუს გათავისუფლების დროს დაღუპვის შემდეგ უზენაესმა საბჭომ შეცვალა გადაწყვეტილება, მიუხედავად იოდას მხრიდან კვლავინდებური წინააღმდეგობისა — ოსტატი კვლავ გრძნობდა, რომ ბიჭუნას მომზადება სახიფათო იყო. ამ პერიოდში ჯედაებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ძველი მტრები, სითები, დაბრუნდნენ საუკუნოვანი მიმალვის შემდეგ. იცოდა რა ორთა წესის შესახებ, იოდა დარწმუნებული იყო, რომ სადღაც, მას შემდეგ, რაც ობი-ვან კენობიმ მოკლა დართ მოლი, იმალებოდა კიდევ ერთი სითი.