ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

იოდას ქოხი იყო ჯედაების ორდენიოსტატ ჯედაი იოდას საბოლოო საცხოვრებელი ადგილი, მდებარე პლანეტა დაგობაზე.

იოდა პლანეტაზე მოხვდა მაშველი ნავით. დაგობაზე იგი დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას არ აპირებდა და ამავე ნავში ცხოვრობდა. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში სამაშველო კაფსულმა მოშლა დაიწყო — პლანეტის ჭაობებიანი გარემოს პირობებში. ამ მიზეზით ჯედაი იძულებული გახდა, თავშესაფარი აეშენებინა.[1] გადაწყვიტა, ეს ქოხი აეგო კვანძებიანი ხის ძირში, მდინარისპირა ლაგუნის და იმ ადგილს შორის, სადაც იარუმის მარცვლებს აგროვებდა.[1][4] საკუთარი ნავის ნაწილებით[3] და ხის ფესვების წნულების, აგრეთვე ტალახის, ქვების და ქერქის მეშვეობით[1][3] მან შეძლო მისთვის გამოსადეგი საცხოვრებლის აშენება. ქოხს ჰქონდა რამდენიმე ფანჯარა და ორი წრიული შესასვლელი. შიდა კედლები მოპირკეთებული იყო ალიზის თიხნარით, რაც ქოხს უნარჩუნებდა სუფთა, მიმზიდველ და, რაც მთავარია, ნესტისგან თავისუფალ გარემოს.[1] ხომალდიდან იოდამ სახლში დამატებითი ენერგოკვების ბლოკიც გადაიტანა.[3]

ITW Yoda hut

იოდას ქოხი ჭრილში

მოკრძალებულ ქოხში მოწყობილი იყო რამდენიმე ოთახი, მათ შორის — სასტუმრო, მაგიდისთვის განკუთვნილი ხის მორით და სამზარეულო განყოფილებით. სახლის შუა ნაწილში იოდა მომცრო ღუმელზე საკვებს ამზადებდა. ღუმელის უკანა ნაწილში მდებარეობდა საწყობი თაროებით, რომლებზეც ინახებოდა ხმელი მარცვლები, კენკრები და მწვანილი. თავშესაფრის უკანა ნაწილში მდებარეობდა ბაკანი გამდინარე წყლით და იოდას სანელებლების კოლექცია, ისევე, როგორც რამდენიმე თიხის ქოთანი და ჯამი. საძინებლად განკუთვნილი სხვენი მორთული იყო ხალიჩებით და საბნებით, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ოსტატ ჯედაის ასე მაღლა აღარ ეძინა. ხელსაწყოებს თუ სამახსოვრო ნივთებს ყოველთვის მყუდრო ადგილზე მალავდა. ქოხის მთელ დარჩენილ ნაწილს იკავებდა დასასვენებელი სივრცე.[1]

ვინაიდან ქოხი ლაგუნასთან ახლოს მდებარეობდა, ღია ფანჯრებიდან და კარებიდან იოდას ქოხში უამრავი არსება ძვრებოდა. მათ შორის იყვნენ გველები, ხვლიკები, ეკლიანი ბოგრატიები და ეკლიანი ბოგრატები. პატრონი ასეთ სტუმრებზე უარს არ ამბობდა და ქოხიდან გარეთ მხოლოდ შხამიანებს თუ აგდებდა.[1]

დიდი ოსტატი ამ ქოხში აღესრულა[5], იავინის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ[6], შეგირდ ლუკ სკაიუოკერის თანდასწრებით.[5] საცხოვრებელი დაცარიელდა და იგი დაიკავეს ჭაობმა და არსებებმა, რომლებიც იოდასთან მანამდე ჩნდებოდნენ.[1] საბოლოოდ ქოხი გაანადგურა ადგილობრივმა კოკისპირულმა წვიმამ.[2]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement