იორდ ფანდარი იყო რაინდი ჯედაი, რომელიც ცხოვრობდა აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში.
ბიოგრაფია[]
იავინის ბრძოლამდე 134 წელს[1] ფანფარი ახსენებს, რომ გამოცდები ჩააბარა ორი წლის წინ, რაც ნიშნავს, რომ ეს მოხდა იავინის ბრძოლამდე 134 წელს.</ref> პადავანმა ფანდარმა ჩააბარა ჯედაების გამოცდები და მიიღო რაინდი ჯედაის რანგი. ტასი ლოვა მან პადავანად აიყვანა.[3]
იავინის ბრძოლამდე 132 წელს[1] ფანდარს და ლოვას დაავალეს ოსტატი ჯედაის, ინდარას უდეაზე დაღუპვის გამოძიება.[3] ამ გამოძიებისას ფანდარმა შეიტყო ვეროშა ანისეიაზე და, ყველა სამხილიდან გამომდინარე, დარწმუნებული იყო, რომ ინდარა მან მოკლა, ამიტომ ოშა იპოვა და დააპატიმრა. მოგვიანებით, პადავან ჯეკი ლონის გარდა, იგი შედიოდა ოსტატ ჯედაი სოლის ჯგუფში, რომელიც იძიებდა თუ რა მოხდა კარლაკზე იმ ტრანსპორტის ჩამოვარდნის შემდეგ, რომლითაც ოშა გადაჰყავდათ.[3]
პიროვნება და მახასიათებლები[]
იორდს ემოსა ჯედაის ნაწილობრივ ოქროსფერი მანტია. მას ჰქონდა საკუთარი სინათლის მახვილი ყვითელი სამართებლით.[3]
კადრს მიღმა[]
იორდ ფანდარი შეიქმნა Disney+-ის ტელესერიალ აკოლიტისთვის. პერსონაჟს განასახიერებს ჩარლი ბარნეტი.[6]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "დაკარგული / ნაპოვნი" (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: "შურისძიება / სამართლიანობა")
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "შურისძიება / სამართლიანობა"
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "დღე"
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "ღამე"
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "ასწავლე / შეაცდინე" (მკვდარი)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
"Lost/Found" Episode Guide | The Acolyte StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ სერიალ აკოლიტის მოვლენები ვითარდება ფარული მუქარის მოვლენებამდე 100 წლით ადრე. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 32 იბ. ამრიგად, აკოლიტში მოვლენათა განვითარების დროა 132 იბ.
- ↑
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "ღამე"
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "დაკარგული / ნაპოვნი"
- ↑
Yord Fandar Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑
ჩელსი ზუკოვსკი (@ChelsZukowski) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "#TheAcolyte: Untitled YA novel by Tessa Gratton – July 29, 2025 Padawans Jecki and Yord go on a misadventure while their masters clean up "a political mess left behind by one of their own."" (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: აკოლიტი — "დაკარგული / ნაპოვნი", ტიტრები