FANDOM


Premium-Eras-legends
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია რასა. იხილეთ აგრეთვე ენა.

იუჟან-ვონგები, შვილები იუნ-იუჟანისა, აგრეთვე ცნობილი რჩეული რასის სახელით, ჩისებისთვის და ფეროანებისთვისშორიდან მოსულნი, შეცდომით — ვონგები (რაც სინამდვილეში აღნიშნავდა, რომ ცალკეულმა ვონგმა უარჰყო საკუთარი ოჯახი და ღმერთები), წარმოადგენდნენ გონიერ რასას. მათ შემოსევას მოჰყვა ახალი რესპუბლიკის უდიდესი ნაწილის განადგურება. მათ შემოჭრას შეეწირა გალაქტიკის თითქმის 365 ტრილიონი გონიერი არსება.

იუჟან-ვონგებზე და მათ მონებზე, ჩაზრაქებზე, გალაქტიკაში ცოტა რამ თუ იცოდნენ (არაფერი იყო ცნობილი გალაქტიკის მიღმა მცხოვრებ ბევრ სხვა რასაზე, გარდა სილენციუმებისა და აბომინორებისა). ჩვეულებრივი იუჟან-ვონგი ჰგავდა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რასის წარმომადგენლები აღნაგობით უფრო მაღლები იყვნენ და ადამიანებთან შედარებით უფრო მძიმეებიც. თავზეც ნაკლები თმა ჰქონდათ.

იუჟან-ვონგები რელიგიური ფანატიკოსები იყვნენ. მათი აზრით, მექანიკური ტექნოლოგია მკრეხელობა იყო. მათი ტექნოლოგიური სიახლეები გენეტიკურად იქმნებოდა და მთლიანად ორგანიკული იყო. გარდა ამისა, იუჟან-ვონგებისთვის მოსაწონი იყო ტკივილი (მაზოხიზმის სახითაც), ხოლო ფიზიკურ შესაძლებლობების გაუმჯობესებას ორგანოების გადანერგვით აღწევდნენ. ასეთი წეს-ჩვეულება მათ საზოგადოებაში სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ალბათ, ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ იუჟან-ვონგების შეგრძნება ძალის მეშვეობით შეუძლებელი იყო. ამან დააბნია ჯედაები, რომლებმაც ისინი პირველად იხილეს. თუმცა, იუჟან-ვონგები ძალის გამოყენებით სხვადასხვა თავდასხმისადმი მგრძნობიარენი იყვნენ.

შენიშვნები და სქოლიო

External links

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.