ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია რასა. იხილეთ აგრეთვე ენა.

იუუზან-ვონგები, შვილები იუნ-იუუზანისა, აგრეთვე ცნობილი რჩეული რასის სახელით, ჩისებისთვის და ფეროანებისთვის — შორიდან მოსულნი, შეცდომით — ვონგები (რაც სინამდვილეში აღნიშნავდა, რომ ცალკეულმა ვონგმა უარჰყო საკუთარი ოჯახი და ღმერთები), წარმოადგენდნენ გონიერ რასას. მათ შემოსევას მოჰყვა ახალი რესპუბლიკის უდიდესი ნაწილის განადგურება. მათ შემოჭრას შეეწირა გალაქტიკის თითქმის 365 ტრილიონი გონიერი არსება.

იუუზან-ვონგებზე და მათ მონებზე, ჩაზრაქებზე, გალაქტიკაში ცოტა რამ თუ იცოდნენ (არაფერი იყო ცნობილი გალაქტიკის მიღმა მცხოვრებ ბევრ სხვა რასაზე, გარდა სილენციუმებისა და აბომინორებისა). ჩვეულებრივი იუუზან-ვონგი ჰგავდა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რასის წარმომადგენლები აღნაგობით უფრო მაღლები იყვნენ და ადამიანებთან შედარებით უფრო მძიმეებიც. თავზეც ნაკლები თმა ჰქონდათ.

იუუზან-ვონგები რელიგიური ფანატიკოსები იყვნენ. მათი აზრით, მექანიკური ტექნოლოგია მკრეხელობა იყო. მათი ტექნოლოგიური სიახლეები გენეტიკურად იქმნებოდა და მთლიანად ორგანიკული იყო. გარდა ამისა, იუუზან-ვონგებისთვის მოსაწონი იყო ტკივილი (მაზოხიზმის სახითაც), ხოლო ფიზიკურ შესაძლებლობების გაუმჯობესებას ორგანოების გადანერგვით აღწევდნენ. ასეთი წეს-ჩვეულება მათ საზოგადოებაში სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ალბათ, ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ იუუზან-ვონგების შეგრძნება ძალის მეშვეობით შეუძლებელი იყო. ამან დააბნია ჯედაები, რომლებმაც ისინი პირველად იხილეს. თუმცა, იუუზან-ვონგები ძალის გამოყენებით სხვადასხვა თავდასხმისადმი მგრძნობიარენი იყვნენ.

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 მემკვიდრეობის ეპოქის ცნობარი
  2. ჯედაების ახალი ორდენი: გამაერთიანებელი ძალა

გარე ბმულები[]

Advertisement