იუუზან-ვონგური ომი (25 იბშ–29 იბშ), აგრეთვე ცნობილი როგორც იუუზან-ვონგების დიდი ომი, იყო გალაქტიკების მასშტაბის კონფლიქტი, წარმოშობილი იმ დროს, როდესაც იუუზან-ვონგებმა, მებრძოლმა რასამ, რომელიც გადარჩა საკუთარი გალაქტიკის განადგურებისას, დაიპყრო გალაქტიკა. მზადების, დაზვერვის და პროვოკაციების ათწლეულების შემდეგ, ამ ხალხმა გალაქტიკაში შეაღწია ვექტორ-პრაიმის სახელწოდებით ცნობილი წერტილიდან და მალევე დაიპყრო გარე რგოლის დიდი ნაწილი.
სახელწიფოს მეთაურ ბორსკ ფეი'ლიას დაქვემდებარებაში მყოფმა სუსტმა და არაეფექტურმა ახალი რესპუბლიკის მთავრობამ ვერ შეაჩერა ცენტრალურ სამყაროებში სხვა გალაქტიკებიდან რასის გავრცელება. კორუსანტი, გალაქტიკის დედაქალაქი, დაემხო და დამპყრობლების მიერ შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გარდაიქმნა. ამ დროისთვის ამოწყდა მრავალი სხვა რასა და მთელი პლანეტები დაცარიელდა.
სიცოცხლის ყველა სფეროში მაღალი ბიოტექნოლოგიების გამოყენებით იუუზან-ვონგები იყვნენ ადაპტირებისა და ამა თუ იმ გაჭირვებიდან თავის დაძვრენის ოსტატები, თუმცა ამავე დროს — ძლიერი მებრძოლები და შემზარავი ტაქტიკის შემმუშავებლები. რწმენა, თითქოს მათი შეჭრა ღმერთისგან მართული იყო და გალაქტიკა მათ ეკუთვნოდათ, გამყარებული იყო უმაღლეს მბრძანებელ შიმრრა ჯამაანეს და ქურუმთა კასტის მიერ, რომლებიც ითვლებოდნენ შუამავლებად ღმერთებსა და იუუზან-ვონგებს შორის. ამრიგად, ეს რასა მოწინააღმდეგეს თავს ესხმოდა მთელი სისასტიკით, მაგრამ შეჭრამ, რომელსაც სათავეში ედგა ომის ოსტატი ცავონგ ლა, ზედმეტი დაძაბვითაც კი მიმდინარეობდა. ლუკ სკაიუოკერის ჯედაების ახალი ორდენის წინააღმდეგ დაწყობილი ვენდეტა, უმდაბლეს კასტებში პოპულარული ერეტიკოსი ჯედაების მოძრაობა, აგრეთვე ხმები, თითქოს უხსოვარ დროს განადგურებული სამყარო გამოჩნდა უცნობ რეგიონებში, იყო მხოლოდ რამდენიმე იმ ფაქტორიდან, რომლებმაც იუუზან-ვონგური ომი გამოიწვიეს. სწრაფი შეტევისას ახალ რესპუბლიკასა და იუუზან-ვონგებს შორის ტექნოლოგიური პარიტეტი წარმოიშვა. როგორც კი ახალი რესპუბლიკა აღდგა დედაქალაქის დაკარგვის შემდეგ, იუუზან-ვონგებმა ებაკ 9-ზე მარცხი განიცადეს.
შიდა დაძაბულობაში გახვეულ იუუზან-ვონგების იმპერიას შეტევამდე ჯერ კიდევ შეეძლო არსებული საფრთხეების თავიდან აცილება — რომელთა შორის იყვნენ იევეთები და სსი-რუუკები. ახალი რესპუბლიკა, რეფორმირებული ალდერაანის სახელწიფოს მეთაურ კელ ომასის მიერ თავისუფალი ალიანსების გალაქტიკურ ფედერაციად, დამხობის ზღვარზე იყო. მაშინ, დაკზე მდებარე გალაქტიკური ალიანსის დროებით დედაქალაქზე შეტევაზე პასუხად, ალიანსმა დაიწყო ალფა-წითლის, იუუზან-ვონგებისთვის საშიში მიკროორგანიზმის გავრცელება. ომის საზარელი დასასრული თავიდან აიცილა ზონამა სეკოტმა, იუუზან-ვონგების მშობლიური პლანეტის მარცვალმა, რომლის კორუსანტის თავზე გამოჩენამ კონფლიქტის სწრაფი დასრულება დააჩქარა. სკაიუოკერმა და სხვა ჯედაებმა, რომლებიც ზონამა სეკოტზე მოხვდნენ და დაარწმუნეს იგი, დაბრუნებულიყო, სანამ კოსმოსში ერთმანეთს შეხვდნენ საბრძოლო ხომალდების ფლოტები, ბრძოლისას დაამარცხეს შიმრრა ჯამაანე და იუუზან-ვონგების ნამდვილი მეთაური — ონიმი. იუუზან-ვონგური ომი დასრულდა უმაღლესი მბრძანებლის დაღუპვით და ომის ოსტატ ნას ჩოკას არმადის კაპიტულაციით. სეკოტური შეთანხმებები, რომლებიც ამ მოვლენებს მოჰყვა, ითვალისწინებდნენ იუუზან-ვონგების განიარაღებასა და ამნისტიას და საკმაოდ არაპოპულარული სახე შეიძინეს. იუუზან-ვონგებისა და მათი დამანგრეველი ომის შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს შემდგომ მოვლენებში.
გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ გალაქტიკის ვარსკვლავური ხომალდები (საგის გამოცემა), გვ. 116
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 ჯედაების ახალი ორდენი: ვექტორ-პრაიმი
- ↑ 3.0 3.1 ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი II: დევნილი
- ↑ ბნელი ბუდე I: გამაერთიანებელი მეფე
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ძირითადი ატლასი
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 ჯედაების ახალი ორდენი: გამაერთიანებელი ძალა
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 ჯედაების ახალი ორდენი: ბედისწერის გზა
- ↑ 8.0 8.1 ჯედაების ახალი ორდენი: ბნელი ტალღა I: შეტევა
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 ჯედაების ახალი ორდენი: ბნელი ტალღა II: ნანგრევი
- ↑ 10.0 10.1 ჯედაების ახალი ორდენი: ქაოსის დესპანები II: ჯედაების დაბნელება
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: წონასწორობის წერტილი
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 ჯედაების ახალი ორდენი: ვარსკვლავი ვარსკვლავის შემდეგ
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: მტრის ზურგი I: აჯანყებულის ოცნება
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: ძალის ერეტიკოსი I: ნარჩენი
- ↑ 15.0 15.1 15.2 ჯედაების ახალი ორდენი: ქაოსის დესპანები I: გმირის გამოცდა
- ↑ 16.0 16.1 ჯედაების ახალი ორდენი: ილეზია
- ↑ ბობა ფეტი: პრაქტიკული მამაკაცი
- ↑ გალაქტიკა ომში
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: მოღალატე
- ↑ ჯედაების ახალი ორდენი: გამარჯვების ზღვარი I: დაპყრობა