ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnALegendsArticle

ამ სტატიაში აღწერილია რასა. იხილეთ აგრეთვე ენა.

იუუჟან-ვონგები (სხცა ვარიანტით — იუუჟან-ვონგები), შვილები იუნ-იუუჟანისა, აგრეთვე ცნობილი რჩეული რასის სახელით, ჩისებისთვის და ფეროანებისთვისშორიდან მოსულნი, შეცდომით — ვონგები (რაც სინამდვილეში აღნიშნავდა, რომ ცალკეულმა ვონგმა უარჰყო საკუთარი ოჯახი და ღმერთები), წარმოადგენდნენ გონიერ რასას. მათ შემოსევას მოჰყვა ახალი რესპუბლიკის უდიდესი ნაწილის განადგურება. მათ შემოჭრას შეეწირა გალაქტიკის თითქმის 365 ტრილიონი გონიერი არსება.

იუუჟან-ვონგებზე და მათ მონებზე, ჩაზრაქებზე, გალაქტიკაში ცოტა რამ თუ იცოდნენ (არაფერი იყო ცნობილი გალაქტიკის მიღმა მცხოვრებ ბევრ სხვა რასაზე, გარდა სილენციუმებისა და აბომინორებისა). ჩვეულებრივი იუუჟან-ვონგი ჰგავდა ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რასის წარმომადგენლები აღნაგობით უფრო მაღლები იყვნენ და ადამიანებთან შედარებით უფრო მძიმეებიც. თავზეც ნაკლები თმა ჰქონდათ.

იუუჟან-ვონგები რელიგიური ფანატიკოსები იყვნენ. მათი აზრით, მექანიკური ტექნოლოგია მკრეხელობა იყო. მათი ტექნოლოგიური სიახლეები გენეტიკურად იქმნებოდა და მთლიანად ორგანიკული იყო. გარდა ამისა, იუუჟან-ვონგებისთვის მოსაწონი იყო ტკივილი (მაზოხიზმის სახითაც), ხოლო ფიზიკურ შესაძლებლობების გაუმჯობესებას ორგანოების გადანერგვით აღწევდნენ. ასეთი წეს-ჩვეულება მათ საზოგადოებაში სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდა.

ალბათ, ყველაზე მეტად აღსანიშნავია, რომ იუუჟან-ვონგების შეგრძნება ძალის მეშვეობით შეუძლებელი იყო. ამან დააბნია ჯედაები, რომლებმაც ისინი პირველად იხილეს. თუმცა, იუუჟან-ვონგები ძალის გამოყენებით სხვადასხვა თავდასხმისადმი მგრძნობიარენი იყვნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 მემკვიდრეობის ეპოქის მეგზური
  2. ჯედაების ახალი ორდენი: გამაერთიანებელი ძალა

დამატებითი ბმულები[]