იძებნებიან არის ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი კანონიკური რომანი, რომლის ავტორია რეი კარსონი. მისი მთავარი გმირები არიან ჰან სოლო და კი'რა. მოქმედება რომანში მიმდინარეობს სოლოს მოვლენებამდე. წიგნი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2018 წლის 25 მაისს, ფილმის გამოსვლის პარალელურად. აგრეთვე გამოვიდა მისი აუდიოვერსია.
სიუჟეტის შეჯამება[]
იმპერიულმა ინჟინერმა შექმნა პორტატული ამრეკლი ფარი და, მიხვდა რა საკუთარი გამოგონების ფასს, დატოვა იმპერია და გადაწყვიტა მისი რომელიმე დამნაშავისთვის მიყიდვა. მან კორელიაზე გამართა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობდა სამი ფრაქცია: თეთრი ჭიები, კალდანას სინდიკატი და დროიდების გოტრა. ლედი პროქსიმას დავალებით ჰანი და კი'რა საიდუმლო მისიით ამ აუქციონზე გაემგზავრნენ. კი'რა შევიდა ობსიდიანის დარბაზში, ხოლო ჰანი სააქმროში შევიდა, რათა აუქციონის შედეგებისთვის თვალი იქიდან ედევნებინა. მიუხედავად ამისა, თეთრი ჭიების მიერ დადებული თანხა მცირე აღმოჩნდა და კი'რა, ეშინოდა რა, რომ მას ამ თანხას წაართმევდნენ, გააკეთა ისე, რომ დანარჩენი მონაწილეები თანხას დებდნენ ერთმანეთის დასამარცხად. გაიმარჯვა დროიდების გოტრამ, თუმცა შემდეგ კალდანას სინდიკატის წარმომადგენლები შევარდნენ საამქროში, რათა მოეპარათ ფარის ნახაზები. მაგრამ გოტრას წარმომადგენელმა, TD-H4-მა, სანამ მას სინდიკატის ხალხი გაანადგურებდა, ნახაზები გადასცა ჰანს. ჰანი და კი'რა ერთმანეთს შეხვდნენ კანალიზაციააში და გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ. მიხვდნენ რა, რომ თეთრი ჭიები მათ ძიებას დაუწყებდნენ, მათ აგრეთვე გადაწყიტეს, დასახმარებლად ტსუულოსთვის მიემართათ. გაიტაცეს რა ტსუულოს ძმის კუთვნილი სპიდერი, ისინი კი'რას თავშესაფრისკენ გაემართნენ. მათ იცოდნენ, რომ თეთრ ჭიებში დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა ჰქონდათ — დაბრუნება საამქროში და დროიდისთვის გეგმების დაბრუნება. მაგრამ მათ აღმოაჩინეს, რომ TD-H4 თითქმის უმოქმედო იყო. დროიდმა მათ აუხსნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. შენობიდან გაღწევისას მათ ინჟინერის ერთგული მოიერიშეები დახვდნენ, რომლებმაც კი'რას თავშესაფრიდან ისინი ინჟინერთან დააკავშირეს. იმპერიისგან მისი ერთ-ერთი საკუთრების დახსნის სანაცვლოდ მათ შეჰპირდნენ პლანეტიდან გაქცევაში ხელშეწყობას.
მათ გადაარჩინეს კირუ, ინჟინერის კუთვნილი ვუკი, მაგრამ მათ დაედევნენ. ინჟინერის მაქოთი გაქცეულები, ისინი მოხვდნენ ინჟინერის ხომალდზე. ინჟინერს დაუბრუნდა ნახაზები, ხოლო კი'რამ გადაწყვიტა მეორე ფსონის ორგანიზება, ამჯერად — თეთრი ჭიების დახმარებით. ინჟინერი დაეთანხმა და კი'რას სამუშაოც კი შესთავაზა. იგი თავად დაუკავშირდა პროქსიმას და მეორე ფსონი მოაწყო, შემოსავლის 0.65%-ის სანაცვლოდ. ამჯერად მოიგო კალდანას სინდიკატმა. მონაგების მისაღებად მათ გააგზავნეს ხომალდი, რომლითაც აგრეთვე უნდა წაეყვანათ ჰანი, ტსუულო და კი'რა, თუკი შეთანხმება დაირღვეოდა. ასეც მოხდა და ინჟინერმა კი'რა გააფრთხილა, რომ კალდანა მათ მოკლავდა, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა. მოგვიანებით კალდანამ ნამდვილად სცადა მათი მოკვლა, მაგრამ ტსუულოს ესროლეს, სანამ ისინი მაქოში ჩასხდებოდნენ. როგორც კი კალდანას ხომალდი დატოვეს, წითელმა ნიმბუსმა იგი ააფეთქა, ვინაიდან ინჟინერს დროიდების გოტრამ საამისოდ თანხა გადასცა. ამრიგად, სინდიკატიც განადგურდა.
ჰანი და კი'რა დაუბრუნდნენ თეთრ ჭიებს, ჰანმა კი პროქსიმას უამბო, რომ კი'რამ უარი თქვა ინჟინერთან მუშაობაზე. პროქსიმამ, მადლიერების ნიშნად, კი'რა ჭიების ახალ მეთაურად დანიშნა. თუმცა, ჰანმაც და კი'რამაც უკვე იცოდნენ, რომ აღარ სურდათ ჭიებში ყოფნა და დაიწყეს კორელიიდან გასაქცევი გეგმის ორგანიზება.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781368016308; 25 მაისი, 2018; Disney–Lucasfilm Press; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9781368025737; 25 მაისი, 2018; Disney–Lucasfilm Press; აშშ, ელექტრონული წიგნი[2]
გარეკანების გალერეა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: იძებნებიან Amazon.Star-Wars-Most-Wanted-Carson/dp/1368016308-ზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: იძებნებიან Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ წიგნში იძებნებიან მოვლენათა განვითარების დროა 13 იბ.
გარე ბმულები[]
- ვარსკვლავური ომები: იძებნებიან Amazon.Star-Wars-Most-Wanted-Carson/dp/1368016308-ზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
- ვარსკვლავური ომები: იძებნებიან Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)