კადარა კალრისიანი იყო ლენდონის ბალთაზარ კალრისიანის ქალიშვილი, რომელიც დაიბადა[2] იავინის ბრძოლის მოვლენებიდან 13 წელს[1]. ლენდო მზრუნველი მამა იყო[4], თუმცა, 15 წელს[5], როდესაც იგი სულ ორი წლის იყო, გაუჩინარდა, გატაცებული დაუდგენელი დამნაშავეების მიერ. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მის გატაცებაში გარეული იყო პირველი ორდენი[2], რომელიც რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წევრთა სხვა შვილებსაც იტაცებდა.[6]
შვილის დაკარგვის და ძალაში მზარდი წყვდიადის შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით ლუკ სკაიუოკერთან ერთად წარუმატებელი მოგზაურობის შემდეგ კალრისიანი დარჩა პლანეტა პასაანაზე და განდეგილად ცხოვრობდა. თავდაპირველად იგი ცდილობდა, დაევიწყებინა მტკივნეული მოგონებები, მაგრამ ნუგეში ჰპოვა ადგილობრივი აკი-აკების ტომის წარმომადგენლებს შორის.[2]
გამოჩენები[]
- სითების ჩრდილი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან) (პირველად ნახსენები როგორც კადარა კალრისიანი)
- სითების ჩრდილი, აუდიოწიგნი (მოგონებებიდან)
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (მხოლოდ ირიბი ხსენება) (წაშლილ სცენებში)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა (მხოლოდ ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი (მხოლოდ ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გალაქტიკური ცნობარი (პირველი ხსენება, ამავე დროის მოვლენების აღწერა: ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი)
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: მხატვრობა
"ჩრდილებთან თამაში" — Star Wars Insider 212
NYCC 2022: Rise of the Red Blade Inquisitor Novel Revealed, and More Highlights from the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: 100 ობიექტი
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ 3.0 3.1 სითების ჩრდილი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გალაქტიკური ცნობარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ კადარა კალრისიანი გაიტაცეს ჰოსნიანის კატაკლიზმის მოვლენებამდე 19 წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჰოსნიანის კატაკლიზმი მოხდა 34 წელს, რაც ნიშნავს, რომ გოგონა გაიტაცეს 15 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება