| | |
ამ ქრონოლოგიაში წარმოდგენილია ვარსკვლავური ომების ყველა მედიაგამოცემის კანონიკური ქრონოლოგია. მასში შედის ფილმები, რომანები, კომიქსები, მოთხრობები, ტელეეპიზოდები, ვიდეოთამაშები და პრომომასალა.
არსებობს რამდენიმე შემუშავებული კრიტერიუმი იმის, თუ რომელი მედიანაწარმი არის კანონიკური და შედის ამ ქრონოლოგიაში:
- მედიანაწარმში თხრობა უნდა ვითარდებოდეს სამყაროს ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ ენციკლოპედიები, ვიზუალური მეგზურები და წიგნები მხატვრობაზე სიაში არ შედის, ისევე, როგორც სამყაროს ფარგლებში მოქცეული მედია თხრობითი ფორმის გარეშე — ასეთია ჩანაწერების რეპროდუქციები
- წიგნები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებებს, შედის ამ ქრონოლოგიაში, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკის მკითხველზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, ქრონოლოგიაში ერთმანეთისგან განცალკევებულია რომანები, საყმაწვილო რომანები და საყმაწვილო წიგნები. ყველა რომანს გამოსცემენ Del Rey Books, Egmont, Random House Worlds ან Disney–Lucasfilm Press, აქედან უკანასკნელი კი აგრეთვე გამოსცემს საყმაწვილო რომანებს და საყმაწვილო წიგნებს.
- წიგნების დაყოფა საყმაწვილო და საყმაწვილო გამოცემებად შეიძლება Disney Publishing Worldwide-ის ოფიციალურ ონლაინ-კატალოგში ასაკობრივი რეიტინგების საფუძველზე. თუმცა, ასაკის შესახებ კატალოგში აღნიშნული ინფორმაცია ხოლმე მცდარი და არასანდოა.
- 2014 წლის 25 აპრილის შემდეგ გამოცემული ნებისმიერი ვიდეოთამაში ითვლება კანონიკურად, განურჩევლად პლატფორმისა ან სიუჟეტისა.
მნიშვნელოვანი: დათარიღების ძირითადი წყარო ამჟამად არის ენციკლოპედია ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები. ქრონოლოგოები ამჟამად წარმოადგენს ერთ-ერთ საბოლოო და განახლებულ რესურსს, სხვადასხვა ცდომილების მიუხედავად (იხ. გვერდი ამ მეგზურის შესახებ ინფორმაციით).
ქრონოლოგიაში მედიის განაწილება შეესაბამება სამყაროს შიდა ქრონოლოგიას. ამ სიაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს:
- ყველაფერი, რაც შედის სიაში, დახარისხებულია "მთავარი მოვლენების" დაწყებაზე დაფუძნებით (რაც განმარტებულია სტატიის სტრუქტურის აღწერის გვერდზე).
- სრული ადაპტაციები ქრონოლოგიაში შეტანილია შემდეგი თანმიმდევრობით: ფილმი, რომანი, საყმაწვილო რომანი, საყმაწვილო წიგნი, გრაფიკული რომანი, კომიქსების მინისერია.
- მოთხრობების ანთოლოგიები გამოცემამდე, როდესაც ჯერ უცნობია მათში შემავალი მოთხრობების რაოდენობა და თემები, შეიძლება, დროებით იყოს შეტანილი ამ ქრონოლოგიაში. როდესაც ცნობილი ხდება მათი სახელწოდებები და თემა და დაახლოებით ცნობილია, სამყაროს შიდა ქრონოლოგიაში რა ადგილი უკავიათ, ესა თუ ის მოთხრობა ემატება ამ გვერდს. ამასთან, კრებულები, რომლებშიც მოთხრობებს აქვთ საერთო და უწყვეტი სიუჟეტური ხაზი, ერთ ნაწარმოებად ითვლება.
† - ზუსტი ადგილი ქრონოლოგიაში ამჟამად უცნობია.
ცხრილი[]
| ფილმები (ფ) (დამალვა) |
რომანები (რ) (დამალვა) |
რომანები უმცროსებისთვის (რუ) (დამალვა) |
საყმაწვილო წიგნი (სწ) (დამალვა) |
ვიდეოთამაშები (ვ) (დამალვა) |
| ტელევიზია (ტ) (დამალვა) |
კომიქსები (კ) (დამალვა) |
მოთხრობები (მ) (დამალვა) |
თავგადასავალი /სცენარი (თავ) (დამალვა) |
აუდიო (ა) (დამალვა) |
| პრომომამასალა (პ) (დამალვა) |
ადაპტაციები (დამალვა) |
ჯერ არ გამოსულა (დამალვა) |