ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Canon

ვარსკვლავური ომების შესავალი, გამოყენებული Del Rey-ს გამოცემებში.

ცნება ვარსკვლავური ომების კანონი პირველად განიმარტა Lucasfilm-ის ჟურნალ Star Wars Insider-ის 23-ე გამოშვებაში:

თქმულება, ან კანონი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, შეიცავს სცენარებს, ფილმებს, რადიოსპექტაკლებს და რომანებად ადაპტირებებს. ეს ნამუშევრები ეფუძნება ჯორჯ ლუკასის ორიგინალურ ისტორიებს, დანარჩენებს კი სხვა ავტორები ჰყავს. თუმცა თავად ყველაფერი წაგვიკითხავს და ამ ყველაფრის დიდი ნაწილი მოხვდა მთავარ უწყვეტობაში. გამოქვეყნებული ნაშრომების სრული კატალოგი, ისევე, როგორც ნებისმიერი დახვეწილი მითოლოგია, მოიცავს მასშტაბურ ისტორიას, მრავალი დამატებით, ვარიაციით და პარალელური ხაზით.

კანონიკურობის და უწყვეტობის აღსაქმელად აუცილებელია ვარსკვლავური ომების განხილვა როგორც კრებულის ისეთი ისტორიების, რომლებიც დაიწერა სხვადასხვა ავტორის მიერ და „ასახავს“ მომხდარ „მოვლენებს“. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობების ერთი ნაწილი უფრო შეესაბამება ჭეშმარიტებას, ვიდრე მეორე, ყველა აღიქმება როგორც საერთო „ისტორიის“ შემადგენელი. მაგრამ, როგორც არა ერთხელ არის ხაზგასმული, ნიშანდობლივია, რომ ყველა მოთხრობა მხოლოდ მოთხრობაა: მათში უამრავი შეცდომა თუ შეუსაბამობაა, ვინაიდან მოთხრობილია სხვადასხვა ადამიანის მიერ, ამა თუ იმ ამბის გადმოცემაზე საკუთარი წარმოდგენებით.

სიტუაცია, ამრიგად, შეიძლება შევადაროთ ძველბერძნულ და ძველრომაულ მითოლოგიას ან მეფე ართურის ლეგენდებს. ისევე, როგორც ვარსკვლავური ომების მითოლოგია, ყოველი მათგანი შექმნილია თვითმყოფადი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორიებით, რომლებიც სხვადასხვა ავტორმა სხვადასხვა დროს გვიამბო.

2014 წლის 25 აპრილისთვის არსებული მასალებიდან კანონიკურად ითვლებოდა ვარსკვლავური ომების ფილმები (ამჟამად რვა და მომავალი, მეცხრე ფილმი), ტელესერიალი კლონების ომები და დაკავშირებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, ისევე, როგორც ნაწილი მოთხრობის ესკადრილია „სამართებელი“. ამასთან, გაფართოებული სამყარო კანონიკურად აღარ ითვლება[1] და მინიჭებული აქვს ლეგენდების სახელწოდება. ვარსკვლავური ომების მასალების უმეტესობა, გამოსული 2014 წლის 25 აპრილის შემდგომ, უთანხმდება Lucasfilm Story Group-ს და ცნობილია როგორც ახალი კანონის ნაწილი.

კანონი და გაფართოებული სამყარო[]

წლების განმავლობაში ეს პოლიტიკა დაიხვეწა და დამუშავდა. ვარსკვლავური ომების ოფიციალურ საიტზეც განთავსებულია ინფორმაცია კანონის და გაფართოებული სამყაროს შესახებ, აგრეთვე იმაზე, თუ რა ადგილი უკავიათ მათ ვარსკვლავური ომების უწყვეტობაში. კრისტოფერ ჩერასი[2]:

როდესაც საუბარია აბსოლუტურ კანონზე, ვარსკვლავური ომების ნამდვილ ამბავზე, უნდა გაითვალისწინოთ ფილმები — და მხოლოდ ფილმები. რომანებიც კი ფილმების ინტერპრეტაციებია და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლოს არის ჯორჯ ლუკასის ხედვასთან (იგი მწერლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს), მათი შექმნის მეთოდის შედეგად წარმოიშობა მცირე განსხვავებები. რომანები იწერება ფილმების წარმოების პარალელურად, ამიტომ დროდადრო იპარება ვარიაციები. მიუხედავად ამისა, ისინი უნდა ჩავთვალოთ ვარსკვლავური ომების ძალიან ზუსტად გადმოცემებად.
რაც უფრო ვშორდებით ფილმებს, მით უფრო მეტი ინტერპრეტაციისა და მსჯელობის საბაბი გვაქვს. LucasBooks სერიოზულად მუშაობს, რათა ვარსკვლავური ომების მზარდი გაფართოებული სამყაროს ერთობლიობა დაიცვას, მაგრამ სტილისტურად, ვარიაციების საშუალება გვაქვს. ყველა მხატვარი ლუკ სკაიუოკერს ერთნაირად არ ხატავს. არც ყველა მწერალი აღწერს პერსონაჟს ისევე, როგორც სხვები. ამას ემატება ცალკეული მედიის ელემენტებიც. მოვლენის ინტერპრეტაცია, გადმოცემული კომიქსში, სავარაუდოდ, შეიცავს ნაკლებ დიალოგს ან სისწრაფით განსხვავებულია რომანის ვერსიისგან. ვიდეოთამაშში გამოიყენება ინტერაქტიული მეთოდი, რომელიც თამაშის პროცესს შეესაბამება. ბარათების და როლური თამაშებიც, თავის მხრივ, შეიცავენ პერსონაჟების და მოვლენების სხვადასხვა დახასიათებას, რათა შესაძლებელი იყოს მათი მონაწილეობით თამაში.
ანალოგია ის არის, რომ გამოქვეყნებული ლიტერატურის ყოველი ნიმუში არის ფანჯარა ვარსკვლავური ომების 'ნამდვილ' სამყაროში. ზოგიერთი ფანჯარა ნისლით უფრო დაბურულია, ვიდრე სხვები. ზოგიერთი, უეჭველად, აბსტრაქტულია. მაგრამ ყოველი მათგანი შეიცავს თვითნაბად ჭეშმარიტებას. ისევე, როგორც დიდი ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი ამბობდა, 'მრავალი ჭეშმარიტება დამოკიდებულია თვალთახედვაზე' “

Lucas Licensing-ის რედაქტორი სიუ როსტონი Star Wars Gamer 6-ში საუბრობს გაფართოებული სამყაროს ნაბეჭდი ნაწარმის შესახებ:

კანონი აღნიშნავს ავტორიტეტულ სიას იმ წიგნებისა, რომლებიც Lucas Licensing-ის რედაქტორების მიერ ითვლება ვარსკვლავური ომების ოფიციალური ისტორიის ნამდვილ ნაწილად. ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ ვარსკვლავური ომების გალაქტიკის უწყვეტი და უნიფიცირებული ვერსია, განურჩევლად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა იგი ჯორჯ ლუკასის მიერ წარმოდგენილ საგას, რომელიც გადმოცემულია ფილმებსა და სცენარებში.

2006 წლის 6 დეკემბერს ვარსკვლავური ომების ოფიციალურ ფორუმებზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ლილანდ ჩი (ბაზა Holocron-ის რედაქტორი) დაბურულ ფანჯარაზე[3] დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს:

ფილმები და გაფართოებული სამყაროს უწყვეტობა. ყველაფერს, რაც არ არის შეტანილი ფილმების ამჟამინდელ ვერსიებში, არ აქვს კავშირი უშუალოდ ფილმების უწყვეტობასთან“.

2008 წელს ჰოვარდ როფმანმა Lucasfilm-ის მიერ კლონების ომების მარკეტინგულ გეგმებზე საუბრისას შემდეგი განაცხადა:

გასული ათწლეულის განმავლობაში ბრენდირების კონკრეტულ სტრატეგიას მივყვებოდით. ეს არის ვარსკვლავური ომები. გამოვა ცალკეული ფილმები, ისევე, როგორც ტელესერიალები, ვიდეოთამაშები, წიგნები. ყველა მათგანი წარმოადგენს ვარსკვლავური ომების ისტორიის ნაწილს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი საგა, რომელსაც ვარსკვლავური ომები ეწოდება. გვსურდა, ჩვენს მოყვარულებს სცოდნოდათ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ამ დიდი საგის ნაწილია.
―ჰოვარდ როფმანი[4]

ჯორჯ ლუკასი და ვარსკვლავური ომების კანონი[]

რომანის გონების ნამსხვრევი 1994 წლის გამოცემის შესავალში ლუკასი საგის ევოლუციაზე ასე საუბრობდა:

ვარსკვლავური ომების გამოსვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩემი ამბავი — განურჩევლად იმისა, რამდენი ფილმი დასჭირდებოდა მის თხრობას — იყო გალაქტიკის მცხოვრებლების შესახებ მხოლოდ ერთ-ერთი ათასებს შორის. მაგრამ მათ თხრობას არ ვაპირებდი. ამიტომ, ისინი სხვა მწერლებს უნდა წარმოედგინა, იმ მცირე რამით, რაც ნაჩვენები იყო ვარსკვლავურ ომებში. დღეს საოცარია, რომ ამდენ ნიჭიერ მწერალს შეაქვს წვლილი საგაში.

Star Wars Insider-ის 1999 წლის აგვისტოს/სექტემბრის გამოშვებაში იგი საუბრობს:

რეჟისორის საქმიანობაში შედის ყველაფრის ერთად შენარჩუნება და ფილმებში ამის გაკეთება შემიძლია — მაგრამ არა მთელ სამყაროში.

2001 წლის ივლისში ლუკასი Cinescape-თან კანონის შესახებ ასე საუბრობდა:

ორი სამყაროა. არის ჩემი სამყარო, რომელიც ფილმებშია და არის სხვა სამყარო, რომელსაც პარალელურ სამყაროს ვუწოდებ — წიგნების, თამაშების და კომიქსების ლიცენზირებული სამყარო. ისინი ჩემს სამყაროსთან, დროის გარკვეულ მონაკვეთთან უთანხმოებას არ წარმოშობენ, მაგრამ ფილმებს შორის მოქცევისას წარმოშობენ. პარალელური სამყაროს შემუშავებაში არ ვერევი.

2005 წლის აგვისტოს ინტერვიუ Starlog-თან:

Starlog: "ვარსკვლავური ომების სამყარო დიდი და ნაირფეროვანია. ხომ არ გაბნევთ ხოლმე რომანები, კომიქსები და სხვა დამატებები?
ლუკასი: „არ ვკითხულობ მათ. არც ერთი რომანი წამიკითხავს. ამ სამყაროზე არაფერი ვიცი. იგი ჩემი სამყაროსგან განსხვავდება. მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი ერთმანეთს შეესაბამებოდეს. ამისთვის ვარსკვლავური ომების ენციკლოპედიას ვიყენებ. თუკი რამე სახელს ან სხვა რამეს მოვიფიქრებ, ვიხედები და დავადგენ, ხომ არ გამოუყენებიათ იგი მანამდე. როდესაც გადავწყვიტე, რომ [სხვებს] შეეძლოთ ვარსკვლავური ომების საკუთარი ამბების შექმნა, გადაწყდა, რომ ვარსკვლავური გზის მსგავსად, გვექნებოდა ორი სამყარო: ჩემი და ის, მეორე. ყველა გზით ცდილობენ, საკუთარი სამყარო ჩემსას მიუსადაგონ, მაგრამ მეტად ენთუზიაზმით აღსავსეები არიან და სხვა მიმართულებებით მოძრაობისკენ უხვევენ.

ლუკასის ამ უკანასკნელ ინტერვიუზე კომენტარები[5] 2005 წლის 7 დეკემბერს StarWars.com-ის ფორუმზე განიხილა ლილანდ ჩიმ, რომელიც მართავს Lucas Licensing-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზას:

ჩი: „ჯლ ნამდვილად არ არის შეზღუდული გაფართოებული სამყაროთი, თუმცა სიამოვნებით იყენებს მასში არსებულ ელემენტებს (მაგალითებია ეილა სეკურა და კორუსანტის სახელწოდება). მეორე მხრივ, მოყვანილი ციტატა ისე ჟღერს, თითქოს ჯორჯის ხედვა განსხვავდება გაფართოებული სამყაროსგან. ასე არ არის. გაფართოებული სამყარო უნდა მიჰყვებოდეს ჯორჯის მიერ ფილმებში შექმნილ ზოგიერთ პრინციპს და წესებს, რომლებიც ფილმების ფარგლებს გარეთ ჩნდება.

ლუკასის და ჯონ ნოლის ვებდღიურში სითების შურისძიების წარმოებისას საუბრებიდან იკვეთება ავტორის დამოკიდებულება ფილმების/გაფართოებული სამყაროს კავშირების შესახებ:

„მაშ, ის ნაიარევი ანაკინს საიდან აქვს?“ ეკითხება ჯონ ნოლი.
არ ვიცი. ჰოვარდს ჰკითხეთ პასუხობს ჯორჯი, გულისხმობს რა Lucas Licensing-ის პრეზიდენტ ჰოვარდ როფმანს. "ეს მიმდინარეობს რომანებში, ფილმებს შორის. უბრალოდ ჩავსვი. ის აგიხსნით, როგორ მოხვდა იქ ნაიარევი. ვფიქრობ, აბაზანაში დაეცა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არავის უამბობს.

2008 წლის ShoWest-ზე ლუკასმა ისაუბრა განსხვავებებზე „მის სამყაროს“, „ლიცენზირებულ სამყაროს“ და „ფანების“ სამყაროს შორის:

კორესპონდენტი: „როგორ ფიქრობთ, სხვებს მისცემდით უფლებას, გაეგრძელებინათ ამბავი VI ეპიზოდის შემდეგ ან მასალის ნაწილი ფილმებად გადაეღოთ?
ლუკასი: „მაგრამ VI ეპიზოდის შემდეგ არაფერი ხდება, უბრალოდ არაფერი. ეს არის ერთი ამბავი ანაკინ სკაიუოკერზე და როგორც კი ანაკინ სკაიუოკერი კვდება, ამბავი მთავრდება. ლუკ სკაიუოკერზე, წიგნების გარდა, ამბავი არ არსებობს. მაგრამ არსებობს სამი სამყარო: ჩემ მიერ შექმნილი; ლიცენზირებული, რომელშიც შედის წიგნები, კომიქსები, თამაშები, ანუ მათი სამყარო და ფანების სამყარო, რომელიც ასევე ძალიან მდიდარია, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ყოველთვის არ იკვეთებიან. მე პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ სამყაროზე მაქვს. არ შემიძლია, პასუხისმგებელი ვიყო სხვების სამყაროზე, ვინაიდან მას ვერ ვადევნებ თვალს.

ლუკასსა და კორესპონდენტს შორის კიდევ ერთი აღსანიშნავი განხილვა გამოქვეყნდა 2008 წლის მაისში, Total Film-ში:

Total Film: „ვარსკვლავური ომების სამყარო გასცდა ფილმებს. რამდენად თავისუფლები არიან თამაშების და რომანების შემქმნელები?
ლუკასი: „საკუთარი სამყარო აქვთ. არსებობს ვარსკვლავური ომების სამი საყრდენი. ამაზე პასუხად ალბათ უსიამოვნება დატრიალდება ჩემ თავს, მაგრამ ასე იყოს. არის სამი საყრდენი: მამა, ძე და სული წმინდა. მე ვარ მამა, ჰოვარდ როფმანი [Lucas Licensing-ის პრეზიდენტი] არის ძე, ხოლო სული წმინდა — ფანები, ერთგვარი ზეციერი სამყარო, ხალხის, რომელსაც სხვადასხვა იდეები და ამბები ებადება. ეს სამი საყრდენი ერთმანეთს ყოველთვის არ ეთანხმება, მაგრამ ფილმები და ტელესერიალები ჩემ ხელშია და ერთმანეთს შეესაბამება. ჰოვარდი ცდილობს, ასევე ყველაფერი ერთმანეთს შეუთანხმოს, მაგრამ დროდადრო ზღვარს სცდება და რთულია, შეაკავო. ერთხელ მიამბო, რომ არსებობს ვარსკვლავური გზის ორი სამყარო: ტელესერიალი და დამატებები. მითხრა, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ერთმანეთთან არავითარი კავშირი აქვთ. ამიტომ ვუთხარი, „კარგი, მიდი“. ადრე ავუხსენი, რომ გარკვეული მიზეზით, ვერაფერს შეცვლიდნენ დართ ვეიდერის წარმოშობაში, მაგრამ სხვა მხრივ, ყველაფრის უფლება მივეცი. მათ შექმნეს მილიონობით წლის ისტორიის მქონე საოცარი სამყარო!
Total Film: „თქვენ შემდეგ ვარსკვლავური ომების ახალი ამბების შექმნის იდეა მოგწონთ?
ლუკასი: „ნათლად განვმარტე, რომ არ სხვა ფილმები აღარ უნდა იყოს. არ იქნება ეპიზოდები VII-IX. არა იმიტომ, რომ ამბავი არ არსებობს. ანუ, მე თავად ამაზე არ მიფიქრია. ახლა უკვე გამოშვებულია რომანები იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდა VI ეპიზოდის შემდეგ და ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც მე მოვექცეოდი. ვარსკვლავური ომების ამბავი არის დართ ვეიდერის ტრაგედია. ესაა ამბავი. როგორც კი ვეიდერი კვდება, იგი აღარ ცოცხლდება, იმპერატორის კლონირება არ ხდება და არც ლუკი ქორწინდება...

კანონი 2014 წლიდან დღემდე[]

საქმე ის არის, რომ ლეგენდების ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.
―ჯონ ჯექსონ მილერი[6]

2015 წლის 25 აპრილს, Walt Disney Company-ს მფლობელობაში ფრანშიზის გადასვლიდან ერთი წლის შემდეგ StarWars.com-ზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, რომელშიც დადასტურებული იყო, რომ სიკველების ტრილოგიაში შემავალი ფილმები არ იქნებოდა რამე კავშირში ჯედაის დაბრუნების შემდეგ წარმოშობილ გაფართოებულ სამყაროსთან[7], ხოლო LucasBooks-ის მთავარი რედაქტორი ჯენიდერ ჰედლის თქმით, გაფართოებული სამყაროც აღარ იქნებოდა კანონის ნაწილი. იმ დროიდან მოყოლებული, მას ეწოდა ლეგენდები და ყველა დაკავშირებული გამოცემა ამ სახელწოდების ქვეშ იყო მოქცეული.

ამრიგად, მიმდინარე კანონში მანამდე არსებული უწყვეტობებიდან გადავიდა: ექვსი ფილმი (ორიგინალური ტრილოგია/პრიკველების ტრილოგია), ტელესერიალი ვარსკვლავური ომები: კლონების ომები და მისი წინამორბედი ფილმი, ისევე, როგორც ნაწილი მოთხრობის ესკადრია „სამართებელი“. 25 აპრილის შემდეგ გამოსული მასალის ნაწილი — მაგალითად, აჯანყებულების ეპიზოდები და Marvel-ის ახალი კომიქსები და რომანები, დაწყებული ახალი განთიადი — ასევე კანონის ნაწილია. ახალ კანონს მართავს Lucasfilm Story Group. პერსონაჟები, შეტანილი ლეგენდებში, დროდადრო გამოიყენება ახალ კანონში, მიუხედავად იმისა, რომ მათთან დაკავშირებული მოვლენები კანონის ნაწილს არ წარმოადგენენ.

2018 წლის 29 სექტემბერს ნახსენები ჯგუფის წევრმა, მეტ მარტინმა, Twitter-ზე გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ 2000-იანებში ლილანდ ჩის მიერ კანონების განსაზღვრის სისტემა კანონის გადატვირთვის შემდეგ აღარ გამოიყენება.[8] ამის მიუხედავად, ოფიციალურად ეპიზოდები I-VI და კლონების ომები შეუთავსებელი ელემენტების შემთხვევაში, ორივე ქრონოლოგიაში კვლავ წარმოადგენენ კანონის უმაღლეს საფეხურს.[9]

2018 წლის მარტში ჰოვარდ ჰოფმანი, წარსულში Lucasfilm-ის კანონის პოლიტიკაზე საუბრისას ასე განმარტავდა:[10]

„მას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდით და ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მანდატი, რადგან, როდესაც დავიწყე განშტოებების გამომცემლობის პროგრამა, წმინდა წესი იყო, რომ ყველაფერი უნდა დაკავშირებული ყოფილიყო ერთმანეთთან, თანმიმდევრული და, რა თქმა უნდა, შეესაბამებოდეს ფილმებს, რომლებიც კანონიკურია. ეს განსხვავდებოდა „ვარსკვლავური გზის“ ქმედებებისგან და ამასთან მიმართებაში საკმაოდ რელიგიური განწყობა გვქონდა. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ვინმე სახელად ჯორჯ ლუკასი, რადგან ეს არ მოეწონა...დიდად არ მოეწონა განშტოებების მხატვრული ფილმების და თამაშების პროგრამა და მთელი ეს ალტერნატიული სამყარო, რომელსაც ვქმნიდით.“" „გვსურდა, ერთინი სამყარო ყოფილიყო, ძლიერ ვგრძნობდით, რომ სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯორჯს, როგორც კინორეჟისორს, არ სურდა, სხვისი შემოქმედებითი ხედვის ქვეშ მოხვედრილიყო. ეს საკმაოდ საინტერესო შეტაკებებს გამოიწვევდა, ვინაიდან უამრავი რამ გვქონდა, რაც ფანებისთვის იქცა კანონად იმისა, თუ რა მოხდა „ჯედაის დაბრუნების“ შემდეგ, რა ჰქვია გალაქტიკის ამა თუ იმ ადგილს და უამრავი სხვადასხვა რამ, და თუკი წინაისტორიებში ისეთ რამეს მიმართავდა, რაც ამასთან წინააღმდეგობაში მოხვდებოდა, წარმოიშვებოდა ხანგრძლივი კამათი, რომელიც, როგორც წესი, პირველივე განხილვისას დასრულდებოდა ფრაზით „არ მაინტერესებს, მე ასე ვაკეთებ“ და, შესაძლოა, მეოთხე ან მეხუთე შეხვედრისას იქნებოდა „კარგი, ასე შევცვალოთ“. ასე ხდებოდა. ახლა კი ამ ყველაფერს ერთი ცენტრალური კომიტეტი მართავს, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ყველაფერზე ვრცელდება, ამიტომ, გთხოვთ, მკაცრად ნუ განსჯით ჩვენს საქმიანობას.“

სხვადასხვა ავტორის მონაწილეობით შექმნილი ერთიანი და უწყვეტი კანონის დაცვა რთული აღმოჩნდა. მაგალითად, უვარგისი პარტიის ეპიზოდში შედეგები ნაჩვენები კალერის დაპყრობა, დეპა ბილაბას დაღუპვა და კელებ დიუმის ბრძანება 66-ის გაცემის შემდეგ გაქცევა განსხვავება იმისგან, რაც ასახულია კომიქსების კანონიკურ სერიაში ვარსკვლავური ომები: კენანი. 2021 წლის 7 მაისს პაბლო იდალგომ ისაუბრა ამ დეტალის შესახებ და ფანებს ურჩია, კანონი აღექვათ როგორც ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც მითითებულია გამოგონილი, გაზვიადებული მოვლენები:[11]

„თუ გსურთ, ამ წრის კვადრატის ერთ-ერთი ხაზია ისტორიის სახელმძღვანელოს ვერსია „პირები X და Y პლანეტა B-ზე, როდესაც A მოხდა“, რაც არის კანონი; მისი გამოგონილი გამოხატულება პოტენციურად დრამატიზირებულია და შემკულია მისი მედიისთვის. თქვენი სივრცის გარბენი კი შეიძლება განსხვავდებოდეს.“"
„(ეს იძლევა გარდაუვალი ვარიაციების საშუალებას, რომლებიც უნდა მოხდეს სხვადასხვა ფორმატებში ისტორიების ტრანსმედიურ ადაპტაციებში.) კარგი, გვეყო კვლევები. ნაადრევია.“
„რამდენიმე წლის წინ სიეტლის კინოფილმების სამიტზე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ არის სხვადასხვა ვერსიაში შეტანილი ლუკ სკაიუოკერის მიერ სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების სხვადასხვა ვერსია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მოხდა ის, რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით. განსხვავებები დრამატულობით მნიშვნელოვანია, თუმცა — არა ისტორიულობით“.

კანონის და უწყვეტობის აღსაქმელად აუცილებელია, ვარსკვლავური ომები საგა განიხილებოდეს როგორც სხვადასხვა პიროვნების მიერ დაწერილი მთელი რიგი ისტორიების, რომლებიც „ასახავენ“ წარსულის „მოვლენებს“. მართალია, ზოგიერთი მათგანი უფრო სარწმუნოა, ვიდრე სხვები, ისინი ერთიანი „ისტორიის“ ნაწილს წარმოადგენენ. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ამბავი უბრალოდ ამბავია. სხვადასხვა ამბის ერთმანეთისგან განხვავების მიზეზია ის, რომ მათზე მუშაობდა სხვადასხვა ავტორი, რომლებსაც ამბის თხრობის საკუთარი სტილი აქვთ და დეტალების დასაზუსტებლად საკმარისი დრო არ აქვთ. ჰოლოპედიაში არაკანონიკური მასალები აღნიშნულია სპეციალური სიმბოლოთი. ეს სიტუაცია მსგავსია ბერძნული და რომაული მითოლოგიების ან მეფე ართურის ლეგენდების. ვარსკვლავური ომების სხვადასხვა ამბავი არის ცალკეული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ამბების ჯგუფი, მოთხრობილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორის მიერ.

გამონაკლისები[]

აქ მითითებული მასალა, გამოსული 2014 წლის 25 აპრილის შემდეგ, არ ითვლება კანონად:

კანონი Holocron-ში[]

2000 წელს Lucas Licensing-მა ლილანდ ჩის დაავალა, შეექმნა უწყვეტობის ორგანიზების მონაცემთა ბაზა, რომელსაც ეწოდა Holocron. იგი იცავდა კანონის პოლიტიკას, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მაგრამ მონაცემთა ბაზის პროგრამის თვისებებით, შესაძლებელი იყო არა მთლიანი ამბების, არამედ მათი ცალკეული ელემენტების კლასიფიცირება.

Holocron შეიცავდა ველს, რომელშიც იწერებოდა ცალკე ასო (G, T, C, S, N ან D). იგი აღნიშნავდა ელემენტის კანონიკურობას. ისინი აღნიშნავდნენ კანონის სხვადასხვა ტიპებს. ასეთები იყო G-კანონი, T-კანონი, C-კანონი, S-კანონი, N-კანონი და D-კანონი. Holocron-ის მართვის ფარგლებში ჩი აგრეთვე პასუხისმგებელი იყო კლასიფიცირების ამ სისტემის შემუშავებაზე და ადრეულ ეტაპზე მის დახვეწაზე და დამუშავებაზე. ბაზა გაუქმდა 2014 წელს.

G, T, C და S კანონი ერთად ქმნიდა ვარსკვლავური ომების მთლიან უწყვეტობას. ყოველი ზედა ვარიანტი უფრო ქვედას ენაცვლებოდა. მაგალითად, ბობა ფეტის წარმოშობა შეიცვალა კლონების შეტევის გამოსვლასთან ერთად, ამიტომ ძველი პირველწყაროების რეტკონი მოხვდა ახალ G-კანონში. თუმცა, ეს აბსოლუტური ყოველთვის არ ყოფილა და ყველა ურთიერთწინააღმდეგობის პრობლემის გადაწყვეტა ხდებოდა ინდივიდუალურად.

  • G-კანონი იყო ჯორჯ ლუკასის კანონი: ექვსი ეპიზოდი და ლუკასის მიერ ინტერვიუებსა და სხვა მასალებში წარმოდგენილი ინფორმაცია საკუთარი სამყაროს შესახებ (მათ შორის, მისი კომპანიის არქივებიდან აღებული შენიშვნები ფილმების შესახებ, რომლებიც მოყვარულთა დიდ ნაწილს არ წაუკითხავს). ელემენტები, შეტანილი ფილმების რომანებად ადაპტირებებში, ენციკლოპედიებში და სხვა მასალებში, წარმოშობილი ლუკასის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან, ასევე G-კანონს წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ავტორების საკუთარი ინიციატივით შემუშავებული იდეები С-კანონს ექვემდებარებოდნენ. როდესაც ფილმებში ცვლილებები შეიტანეს, იგულისხმებოდა, რომ ახალი ვერსიები დაიკავებდნენ ადგილს კანონში ძველების სანაცვლოდ, ვინაიდან მათში შეტანილი შესწორებებით ხდებოდა ორ ტრილოგიას შორის ერთობლივი სახის შენარჩუნება. შეცვლილი ვარიანტები აგრეთვე უკეთ შეესაბამებოდნენ ვარსკვლავური ომების სამყაროს ლუკასისეულ ხედვას. წაშლილი სცენები, შეტანილი DVD-ებზე, აგრეთვე ითვლებოდნენ G-კანონად (იმ შემთხვევაში, თუკი არ ეწინააღმდეგებოდნენ ფილმში ნაჩვენებს).[12]
  • T-კანონი,[13] ანუ ტელევიზიის კანონი,[14] ეწოდება კანონს, რომელიც მოიცავს ფილმს ვარსკვლავური ომები: კლონების ომები და შემდგომ ტელესერიალს. აქვე თავდაპირველად შედიოდა ამჟამად გაუქმებული პროექტი ვარსკვლავური ომები: დამნაშავეთა სამყარო[15][16] ეს კანონი უფრო გვიან განისაზღვრა და ცალკე გამოიყო, რათა იერარქიაში ადგილი C-კანონის თავზე დაეკავებინა, რაც დაადასტურა ჩიმ.[17]
  • C-კანონი იყო უწყვეტობის (Continuity) კანონი, რომელშიც შედიოდა ყველა უკანასკნელი პერიოდის და უამრავი ძველი ნამუშევარი, გამოცემული ვარსკვლავური ომების სახელწოდებით: წიგნები, კომიქსები, თამაშები, ანიმაციური ფილმები, კინოთეატრებისგან დამოუკიდებლად გამოსული ფილმები და სხვები. თამაშები განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენდნენ, ვინაიდან C-კანონს განეკუთვნებოდა მათი სიუჟეტები და არა სტატისტიკები და თამაშის განვითარებები;[18] მოთამაშისთვის აგრეთვე ხელმისაწვდომი იყო არაკანონიკური პარამეტრები, მაგალითად კანონიკურად მამრობითი სქესის პერსონაჟისთვის მდედრობითის მინიჭება. C-კანონის ელემენტები ფილმებშიც ჩნდება, რის გამოც ფილმები G-კანონადაც ითვლება. მაგალითებია სახელწოდებები და პერსონაჟები კორუსანტი, სვუპები, კვინლან ვოსი, ეილა სეკურა, YT-2400 და მოქმედება VI-ის ტიპის ტრანსპორტი.
  • S-კანონი იყო მეორეხარისხოვანი (Secondary) კანონი; სხვადასხვა ავტორს შეეძლო ამ მასალის გამოყენება ან, საჭიროების შემთხვევაში, უგულებელყოფა. აქ ძირითადად შედიოდა უფრო ძველი ნაშრომები, მაგალითად, Marvel-ის კომიქსები, რომლებიც გამოიცემოდა უწყვეტობის შემუშავების მცდელობებამდე დიდი ხნით ადრე. იგივე კატეგორიას განეკუთვნებოდა ამავე დროს N-კანონში შემავალი სიუჟეტების ელემენტები და სხვა რამ, რაც „უბრალოდ არსად ერგებოდა“. S-კანონის ყოფილი ელემენტების დიდი ნაწილი უკანასკნელ პერიოდში, უწყვეტობაზე ორიენტირებული ავტორების ინიციატივით, მოხვდა C-კანონში, ხოლო უფრო ძველი ნაშრომები (მაგალითად, ჰან სოლოს თავგადასავლები), მიუხედავად სიძველისა, თავიდანვე ითვლებოდა უწყვეტობის ნაწილად. ყველა ასეთი ნაშრომი ყოველთვის C-კანონში შედიოდა.
  • D-კანონი იყო შემოვლითი გზების (Detours) კანონი, დაკავშირებული პაროდიულ ტელესერიალთან ვარსკვლავური ომები: შემოვლითი გზები.[19]
  • N ეწოდებოდა არაკანონიკურ (Non-canon) ელემენტებს. სხვადასხვა ამბავი, რომელიც აღწერდა მოვლენათა მხოლოდ შესაძლო განვითარებას (მათი ნაწილი გამოსულია უსასრულობების სერიაში) და ყველაფერი, რაც პირდაპირ და ურთიერთშეუთავსებადად ეწინააღმდეგებოდა მთავარ კანონს, ხვდებოდა ამ კანონში. N იყო ერთადერთი მიმართულება, რომელიც Lucasfilm-ს საერთოდ არ მიაჩნდა კანონის ნაწილად. ინფორმაცია, ამოშლილი კანონიდან, წაშლილი სცენები ან ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული გაუქმებული პროექტები ასევე შედიოდა ამ კატეგორიაში, სანამ რომელიმე კანონიკური ნამუშევარი მათ გამოიყენებდა და, ამრიგად, კანონის ნაწილად აქცევდა.

2004 წლის 4 აგვისტოს, როდესაც ჰკითხეს, წარმოადგენდნენ თუ არა G და C ცალკეულ და ინდივიდუალურ კანონებს, ლილანდ ჩიმ განაცხადა, რომ ორივე ერთი კანონის ნაწილს შეადგენდა[20]:

არსებობს ერთი საერთო უწყვეტობა.

2005 წლის 7 დეკემბრის პუბლიკაციის კომენტარის სახით ჩიმ განმარტა, თუ როგორ ეხება Holocron-ის მოქმედება ლიცენზიის მფლობელებს[21]:

Holocron გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ოფიციალურად მუშავდება წიგნებისთვის, თამაშებისთვის, საიტებისთვის და სხვადასხვა ნაწარმისთვის. იგი უბრალოდ წყაროა.

2006 წლის 6 დეკემბრის კომენტარში ჩი ეწინააღმდეგება Holocron-ის კანონიკურობის თაობაზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას[22]:

ერთადერთი ჭეშმარიტი ოფიციალური უწყვეტობა არის ფილმების ვერსიები და ყოველივე, რაც უკავშირდება მათ მიმდინარე ვერსიებს, Holocron-ში არსებულის დამატებით. ნებისმიერ დროს ჯორჯის მიერ ფილმების მიღმა სამყაროს ხედვა ყოველთვის უცნობია, ვინაიდან იგი მუდმივად იცვლება.

იმავე დღეს ჩი წერდა[23]:

ყოველივე, რაც ფილმების მიმდინარე ვერსიებში არ არის შეტანილი, არ უკავშირდება ფილმებისთვის უნიკალურ უწყვეტობას.

ეს განცხადება ადასტურებს „ფილმების მიმდინარე ვერსიების“ უპირატესობას ორიგინალურ ვერსიებთან შედარებით, ისევე, როგორც ორი სხვადასხვა უწყვეტობის არსებობას. ამრიგად, „მხოლოდ ფილმების“ უწყვეტობა იმართებოდა ჯორჯ ლუკასის მიერ, ხოლო „ფილმების და გაფართოებული სამყაროს“ უწყვეტობა გამოიყენებოდა ლიცენზირებული ნაწარმისთვის.

შემდგომში უწყვეტობათა შორის უფრო მეტად „ოფიციალურის“ გამოვლენის მცდელობების შედეგად ნათელი გახდა, რომ ჩი უპირატესობას ანიჭებდა ფილმების და გაფართოებული სამყაროს ერთდროულ უწყვეტობას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითოუელი მოყვარული თავად არჩევდა საკუთარ უწყვეტობას:

თქვენ შეკითხვას უსვამთ Holocron-ის მომვლელს, ამიტომ, რა თქმა უნდა, მე ოდნავ ტენდენციური ვარ...სიმართლე ის არის, რომ მათ შორის, ვისაც ნანახი აქვს ვარსკვლავური ომების ექვსი ფილმი, ბევრს თამაშები საერთოდ არ უთამაშია, არ შესულა ვარსკვლავური ომების საიტზე, არ უნახავს ვარსკვლავური ომების ტელეგადაცემა, არ წაუკითხავს რამე ან არ უყიდია სათამაშო ფიგურა თუ საკოლექციო ნივთი. ამ ხალხის, როგორც მოყვარულების, გამორიცხვა, იქნებოდა არასწორი.

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. TwitterLogo ჯენიფერ ჰედლი (@jenheddle) Twitter-ზე: „@Hoopserwan ყველაფერი არანაკონიკურია, მაგრამ შეიძლება მომავალში გამოიყენონ.“ (არქივის ბმული)
  2. StarWars დაუსვით კითხვა Lucasfilm-ის ჯედაების საბჭოს, 17 აგვისტო, 2001 StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  3. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 7, 2006 დრო 06:15 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  4. StarWars კლონების ომების შეფუთვების დიზაინების წარდგენა StarWars.com-ზე (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  5. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 7, 2005 დრო 04:07 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  6. StarWars მოგზაურობა ახალ განთიადამდე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  7. StarWars ვარსკვლავური ომების ლეგენდარული გაფართოებული სამყაროს ახალი სიცოცხლე StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  8. TwitterLogo მეტ მარტინი (@missingwords) Twitter-ზე: „ვარსკვლავური ომების დონეების სისტემის აუცილებლობა აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც სხვის მფლობელობაში გადავიდა, დამოუკიდებელი ისტორიები აღარ გამოსულა, ამიტომ ეს გაუქმებულია.“ (არქივის ბმული)
  9. StarWars ვარსკვლავური ომების ლეგენდარული გაფართოებული სამყარო ახალ ცხოვრებას იწყებს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  10. კლასიკაში ჩარევა, წყარო: [[Wikipedia:VMware |WVMware]] (March 12, 2018) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი April 11, 2021)
  11. TwitterLogo პაბლო იდალგო (@pabl0hidalgo) Twitter-ზე: „თუ გსურთ, ამ წრის კვადრატის ერთ-ერთი ხაზია ისტორიის სახელმძღვანელოს ვერსია „პირები X და Y პლანეტა B-ზე, როდესაც A მოხდა“, რაც არის კანონი; მისი გამოგონილი გამოხატულება პოტენციურად დრამატიზირებულია და შემკულია მისი მედიისთვის. თქვენი სივრცის გარბენი კი შეიძლება განსხვავდებოდეს. [...]“ (არქივის ბმული)
  12. StarWarsDotComBlogsLogoStacked შემახსენეთ, რა ვთქვი? უწყვეტობის შესახებ ჩემი პუბლიკაციები შეაგროვეთKeeper of the Holocronლილანდ ჩიბლოგი StarWars.com-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
  13. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 7, 2006 დრო 06:15 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  14. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი February 20, 2008 დრო 04:19 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  15. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Leland Y Chee თარიღი May 8, 2008 დრო 09:16 AM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  16. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Leland Y Chee თარიღი May 9, 2008 დრო 06:37 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  17. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი March 11, 2008 დრო 02:00 AM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  18. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 12, 2005 დრო 10:39 AM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  19. Facebook icon ლილანდ ჩი Facebook-ზე: ვარსკვლავური ომები: შემოვლითი გზები, კანონიკურობა (August 26, 2012): „Holocron-ში იგი კლასიფიცირებულია როგორც D - შემოვლითი გზების კანონი.“ (არქივის ბმული)
  20. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი August 4, 2004 დრო 01:40 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  21. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 7, 2005 დრო 02:11 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  22. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 6, 2006 დრო 11:04 AM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  23. StarWars კითხვები Holocron-ის უწყვეტობის მონაცემთა ბაზის შესახებ StarWars.com-ის ფორუმებზე. ავტორი Tasty Taste თარიღი December 6, 2006 დრო 04:23 PM. (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)

დამატებითი ბმულები[]

Advertisement